"ბებო, გილოცავ დაბადების დღეს..." - 78 წლის კირა ანდრონიკაშვილის ფოტოებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა - მშობლები

"ბებო, გილოცავ დაბადების დღეს..." - 78 წლის კირა ანდრონიკაშვილის ფოტოებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

2023-11-15 17:36:26+04:00

ცნობილი მსახიობი, ულამაზესი კირა ანდრონიკაშვილი დღეს 78 წლის გახდა. შვილიშვილი, ტელეწამყვანი ლიკა ევგენიძე სოციალურ ქსელში ულოცავს დაბადების დღეს და მის საოცარ ფოტოს აქვეყნებს უახლესი ფოტოსესიიდან "სარაჯიშვილისთვის". ამ ფოტოებს ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

400175707-1103154797505583-4486462916923728983-n-1700055733.jpg

401766452-740759008088469-6497452605816209051-n-1700055733.jpg401440448-740758848088485-1834974832792817182-n-1700055755.jpg

კირა ანდრონიკაშვილი 1945 წლის 15 ნოემბერს დაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნაბათმცოდნეობის ფაკულტეტი.

პირველად კინო სინჯზე 7 წლის ასაკში მოხვდა, როცა თენგიზ აბულაძემ "მაგდანას ლურჯაში" ბავშვის როლის შესასრულებლად მიიწვია, მაგრამ დაიწუნეს. მიზეზი ის იყო, რომ სოფლელ ბავშვს არ ჰგავდა; მისი მამიდები იყვნენ ნატო ვაჩნაძე და 1937 წელს რეპრესირებული მსახიობი კირა ანდრონიკაშვილი, ამიტომ, კინოსამყაროსთან თავიდანვე ახლო კავშირი ჰქონდა.

პირველი როლი 12 წლის ასაკში ითამაშა ფილმში "მაიაკოვსკი იწყებდა ასე", ამის შემდეგ იყო ბევრი როლი და ფილმი: "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", "ერთი ცის ქვეშ", "მთვარის მოტაცება" და ა.შ.

მიიჩნევა ქართული კინოს ერთ-ერთ ულამაზეს მსახიობად. ჰყავს ორი ქალიშვილი, შვილიშვილები და შვილთაშვილები.

kira.jpg

kirashviltan-33009.jpg
კირა და მისი ქალიშვილები

ჩემი ლამაზი შვილთაშვილი... - ულამაზესი კირა ანდრონიკაშვილის შვილთაშვილის ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა
მეუღლეს ფული ჰქონდა, მაგრამ მისგან არაფერს ვითხოვდი... ერთხელ ვყავდი სამოგზაუროდ - ინტერვიუ ყველა დროის ულამაზეს ქალთან