ყველასათვის საყვარელი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც საქართველოს სახელით არაერთი ლამაზი გოლი გაიტანა, მამა გახდა. ზურიკო დავითაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ახალდაბადებული პატარის ფოტო, რომელსაც დათი დაარქვეს მშობლებმა: "15.11.2023… დათი დავითაშვილი!"
ზურიკოს მეუღლე მია გზირიშვილია. სულ ცოტა ხნის წინ, საფრანგეთში გამართული ერთ-ერთი მატჩისას გოლის გატანა ზურიკომ ორიგინალურად აღნიშნა და საზოგადოებას ამცნო, რომ მალე მამა გახდებოდა.