რამდენიმე თვის წინ, ცნობილი გახდა, რომ ცნობილი მსახიობის სოფი ლორენის ვაჟი, დირიჟორი კარლო პონტი ქართველ გოგონაზე იყო შეყვარებული. მარიამ შარმანაშვილი ერთ დღეში იქცა პოპულარულ სახედ. ალბათ, ძალიან ცოტა მედიასაშუალებაა, რომელსაც მისი ინტერვიუზე დათანხმება არ უცდია, თუმცა პრესასთან საუბარს ყოველთვის თავს არიდებდა.
მარიამი პროფესიით ფარმაცევტია, ზუმბას ინსტრუქტორობა ოჯახის დანგრევის შემდეგ გადაწყვიტა. ამბობს, რომ ზუმბა ძალიან დაეხმარა სტრესთან გამკლავებაში. ამბობს, რომ მისი წარმატების საიდუმლო მადლიერებაა, ყოველთვის ფიქრობდა, რომ იღბლიანი გოგო იყო და არასოდეს დაუკარგავს მომავლის იმედი.
მარიამ შარმანაშვილმა საკუთარ ცხოვრებაზე ექსკლუზიურად AMBEBI.GE-სთან ისაუბრა.
- სანამ ჩემზე მოგიყვებოდეთ, მინდა ჩემი პირველი ინტერვიუ მადლობით დავიწყო. მადლობა მინდა ვუთხრა საზოგადოებას პოზიტიური გამოხმაურებისთვის და დამოკიდებულებისთვის, უამრავი ადამიანის მესიჯი მომდის პირად შეტყობინებებში, თუ როგორ მგულშემატკივრობენ და როგორი მოტივაცია ვარ მათთვის ჩემი პირადი ისტორიით, მადლიერი ვარ სამყაროსი, რომ ამდენი ადამიანის სიყვარული და მხარდაჭერა მხვდა წილად.
ახლა კი რაც შემეხება მე, ვარ ძალიან მრავალფეროვანი და აქტიური ადამიანი, პროფესიით ვარ ფარმაცევტი და ამ სფეროში ვიმუშავე 12 წელი, თუმცა ბოლო ორი წელია პროფესია შევიცვალე და ფიტნეს ინდუსტრიაში გადმოვინაცვლე. როგორც ჩანს, ადამიანებზე ზრუნვა ჩემი მთავარი მოწოდებაა. ახლა ვმუშაობ ზუმბას ფიტნეს ინსტრუქტორად, ჩემი მიზანია ახალი პროფესიით შევძლო რაც შეიძლება მეტი ქალბატონის მოტივაცია და გაჯანსაღება.
- ეთერი ბებია დედაჩემის დედაა, მას არ გავუზრდივარ, მაგრამ ძალიან დიდი ამაგი აქვს ჩემზე, დედა როცა გარდამეცვალა, 21 წლის ვიყავი და დედობა, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მან გამიწია, ბებია არის განსაკუთრებულად თბილი და კეთილი ადამიანი, ყოველთვის მხარში მიდგას და მოტივაციას მაძლევს, მინდა, რომ ძალიან დიდხანს მყავდეს ჯანმრთელი და ბედნიერი, აქედანაც ვეტყვი საჯაროდ, რომ ძალიან მიყვარს, ვიცი რომ გაუხარდება ..
- მარტოხელა დედას ვერ ვუწოდებ ჩემს თავს, მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემი ყოფილი მეუღლე გაშორებულები ვართ, იმიტომ რომ ის საკმაოდ აქტიურად არის ჩართული ჩვენი შვილის აღზრდაში. ოჯახის დანგრევა მარტივი არასდროს არ არის, მაგრამ ვფიქრობ, როცა ორი ადამიანი ერთმანეთს ვეღარ აბედნიერებს, მშვიდობიანი დაშლა საუკეთესო გამოსავალია. ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა. მთავარია, შევინარჩუნეთ მეგობრული დამოკიდებულება და ერთად ვაგრძელებთ დემეტრეზე ზრუნვას. ფსიქოლოგიურად არ იყო ჩემთვის მარტივი გადასატანი, მაგრამ ძალიან დამეხმარა ვარჯიშზე კონცენტრირება. განაგრძეთ კითხვა