ღამით კბილების კრაჭუნს ბრუქსიზმი ეწოდება. ქვედა ყბა ზედა ყბასთან მიმართებაში სხვადასხვა მიმართულებით ინტენსიურად მოძრაობს, რის გამოც კბილები ერთმანეთს ეხახუნება. ეს არცთუ იშვიათი მოვლენა ნებისმიერ ასაკში ბავშვების 20-30%-ში გვხვდება და კლინიკური გამოვლინების პიკს 10-13 წლის ასაკში აღწევს.
1. ტკივილი
მცირეწლოვან ბავშვებში ბრუქსიზმი შეიძლება პასუხი იყოს დისკომფორტზე ყურში ან კბილების ამოსვლისას. პატარებს ქავილი აწუხებთ, ცდილობენ ღრძილების მოფხანვას. მოზრდილ ბავშვებში ღამის კრაჭუნი სარძევე კბილებისა და მუდმივი კბილების ჩანაცვლების დროს ხდება.
2. სტრესი
ემოციური სტრესი - საბავშვო ბაღი, სკოლა, ახალი ძიძა, მეგობრები, საცხოვრებლის შეცვლა,, და-ძმის გაჩენა - პატარა შფოთვაც კი მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე და სხეულზე. კბილების კრაჭუნი ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ ბავშვის ნერვული სისტემის წონასწორობა დარღვეულია.
3. ნევროლოგიური დარღვევები
ყურადღების დეფიციტის სინდრომი, ძილის ობსტრუქციული აპნოე, ჰიპერაქტიურობა შეიძლება ბრუქსიზმის მიზეზი გახდეს და არამარტო ღამმით. უფრო ხშირად ეს დამახასიათებელია ემოციური ბავშვებისთვის, როდესაც მცირე პრობლემებიც კი განწყობის ცვლილებას იწვევს. თუმცა ექსპერტები დღის ბრუქსიზმს არა პათოლოგიად, არამედ მავნე ჩვევად მიიჩნევენ
4. ვიტამინების დეფიციტი
კალციუმის, მაგნიუმის და B ვიტამინების ნაკლებობამ ასევე შეიძლება ბრუქსიზმი გამოიწვიოს. რადგან სწორედ ვიტამინები გვეხმარებიან სტრესის დაძლევაში, აღგზნების შემცირებაში, გავლენას ახდენენ კუნთების შეკუმშვაზე და ხელს უწყობენ გულის და ნერვული სისტემის ფუნქციონირებას. როცა ეს ყველაფერი ორგანიზმს აკლია, რამდენიმემ პრობლემა ერთბაშად იჩენს თავს.
5. ადენოიდები
დროთა განმავლობაში ნაზოფარინქსში ქსოვილის ზრდა სუნთქვის გაძნელებას იწვევს. ბავშვს უჭირს, თავისუფლად სუნთქვა არ შეუძლია, აქედან გამომდინარე, მშფოთვარე ძილში კბილების კრაჭუნიც ეწყება.
6. მემკვიდრეობითობა
თუ ერთ-ერთ მშობელს აწუხებდა ბრუქსიზმი, ალბათობა, რომ ბავშვსაც იგივე პრობლემა ექნება, იზრდება.
ყბებზე არასაკმარისი დატვირთვაც შეიძლება ბრუქსიზმის მიზეზი გახდეს. ნუ მიაჩვევთ ბავშვს ძალიან დაქუცმაცებულ დარბილებულ საკვებს. ხშირად მიეცით დაუჭრელი ხილი და ბოსტნეული. ადამიანის ანატომია კუნთების დაძაბვას მოითხოვს და არა მხოლოდ ღეჭვას.
ყველაზე ხშირად, შეტევა გრძელდება 5-10 წამი დაახლოებით და ძილის ნელი და სწრაფი ფაზების საზღვარზე წარმოიქმნება. არ არის საჭირო ბავშვის გაღვიძება, რათა კრაჭუნი შეწყვიტოს. პირიქით, ეს გაართულებს პრობლემას, რადგან ბავშვს ძილიც დაერღვევა.
ბრუქსიზმმა შეიძლება ისეთი გართულებები გამოიწვიოს, რომლებიც, ერთი შეხედვით, არ არის შესამჩნევი, მაგრამ შემდგომში უფრო შემაწუხებელი გახდება.
დილით ბავშვი დაღლილობას უჩივის, ასევე ტკივილს ლოყების არეში ან კბილების მგრძნობელობის მატებას მინანქრის ცვეთის გამო, უჭირს საკვების ღეჭვა. ამას შეიძლება მოჰყვეს ღრძილების ანთება, სისხლდენა და მალოკლუზია.
ზუსტი დიაგნოზის დასადგენად და სწორი თერაპიის დასანიშნად ნევროლოგს და სტომატოლოგს უნდა მიმართოთ. ბრუქსიზმით დაავადებულ ბავშვებს ფსიქოლოგიური დახმარებაც სჭირდებათ. მიმართეთ სპეციალისტს, დაადგინეთ სტრესის მიზეზი. თუ ბრუქსიზმი იშვიათია და დილით ბავშვი ხალისიანად, ყოველგვარ დისკომფორტზე ჩივილის გარეშე იღვიძლებს, შეგიძლიათ მხოლოდ ზოგადი რეკომენდაციებით შემოიფარგლოთ: