"მის სამყარო 2023" ნიკარაგუელი გოგონაა, რომელმაც მანამდე "მის მსოფლიოს" ტიტული მოიპოვა - წელს პირველად დაუშვეს კონკურსზე გათხოვილები და ტრანსგენდერები - მშობლები

"მის სამყარო 2023" ნიკარაგუელი გოგონაა, რომელმაც მანამდე "მის მსოფლიოს" ტიტული მოიპოვა - წელს პირველად დაუშვეს კონკურსზე გათხოვილები და ტრანსგენდერები

2023-11-19 11:06:04+04:00

წელს "მის სამყარო 2023" 23 წლის ნიკარაგუელი შეინის პალასიოსი გახდა. ვიცე-მისად აირჩიეს 27 წლის ტაილანდელი, ხოლო მეორე ვიცე-მისად - ავსტრალიელი გოგონა.

სხვათა შორის, შეინისისთვის ეს არ არის პირველი ამ მასშტაბის გამარჯვება - 2021 წელს ის "მის მსოფლიო" გახდა. მანადე კი 2016 წელს გაიმარჯვა ჯერ კიდევ ნიკარაგუაში მოზარდების კონკურსზე, 2023 წელს კი "მის ნიკარაგუა" გახდა და ასე აღმოჩნდა "მის სამყაროზე".

728x485-1-c57b5e60938a94614101ac29d072d5515000x3333-0x50wofjdj-0880992817868398392-1700378063.jpg728x485-1-2484dcf64ed88d04142a189bcfd9c7323230x2153-0xt5x0l2kf-4218928675661329439-1700378062.jpg1440x1800-0xeqlsikdl-3268319161144306303-1700378063.jpg1440x958-0xkx7o6utg-4311331071179316167-1700378063.jpg

კონკურსის არსებობის 66 წლის განმავლობაში წელს პირველად დართეს მონაწილეობის ნება გათხოვილ და შვილიან ქალებს, ასევე, გვირგვინისთვის იბრძოდნენ ტრანსგენდერები და პუტკუნა მონაწილეც იყო, რომელიც ასევე არღვევდა სტერეოტიპებს.

498x624-0xoa34ie70-4042495501721444229-1700378062.jpg