წელს "მის სამყარო 2023" 23 წლის ნიკარაგუელი შეინის პალასიოსი გახდა. ვიცე-მისად აირჩიეს 27 წლის ტაილანდელი, ხოლო მეორე ვიცე-მისად - ავსტრალიელი გოგონა.
სხვათა შორის, შეინისისთვის ეს არ არის პირველი ამ მასშტაბის გამარჯვება - 2021 წელს ის "მის მსოფლიო" გახდა. მანადე კი 2016 წელს გაიმარჯვა ჯერ კიდევ ნიკარაგუაში მოზარდების კონკურსზე, 2023 წელს კი "მის ნიკარაგუა" გახდა და ასე აღმოჩნდა "მის სამყაროზე".
კონკურსის არსებობის 66 წლის განმავლობაში წელს პირველად დართეს მონაწილეობის ნება გათხოვილ და შვილიან ქალებს, ასევე, გვირგვინისთვის იბრძოდნენ ტრანსგენდერები და პუტკუნა მონაწილეც იყო, რომელიც ასევე არღვევდა სტერეოტიპებს.