მოდელი და ტელეწამყვანი თაკო ჩხეიძე მრავალშვილიანი დედაა - სამი ვაჟი ჰყავს.მისი მეუღლე რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეა და მასთან ერთად თაკო ხშირად ჩნდება საჯარო ღონისძიებებზე.
თაკო ერთ-ერთია ქართველ მოდელებს შორის, რომელიც სამოდელო კარიერის დასრულების შემდეგაც აქტიურად საქმიანობს ამ სფეროში, თავისი სააგენტო აქვს, ტელეწამყვანიცაა და ამავდროულად, სულ შესანიშნავ ფორმაშია.
მის ახალ ფოტოს ვაჟებთან ერთად დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრმა აღნიშნა, რომ თაკო დასავით უდგას გვერდით შვილებს.
თაკომ ცოტა ხნის წინ ინსტაგრამის გამომწერებთან ისაუბრა სილამაზის რეცეპტზე და თავის მოვლაზე:
- დილას ვიწყებ ერთი ჭიქა ცხელი წყლით. შხაპის მერე დილის რუტინა (სახის და ტანის მოვლა). მსუბუქი საუზმე. ვეცნობი დილის ამბებს. ხან ძალიან ადრე ვდგები, ხან - შედარებით გვიან, ასე რომ, ყველა დღე სხვადასხვანაირია. სამშაბათობით მე უფრო ადრე გავდივარ სახლიდან, ვიდრე ბავშვები, რადგან ეთერი მაქვს. ყველაზე ხშირი კითხვაა, სახის კანს როგორ ვუვლი. პირველ რიგში მადლობელი ვარ ჩემი გენეტიკის. მოვლა დავიწყე ადრეულ ასაკში (ყველაფერი ზომიერად). ვერიდები მზეს (ყოველთვის ვირუჯებოდი მზის დამცავით და გარკვეულ საათებში), ვსვამ ბევრ წყალს, ვიყენებ ჩემზე მორგებულ საცხებს, ნიღბებს, მიყვარს მეზოთერაპია და პილინგი. არასოდეს ვიძინებ მაკიაჟის მოშორების გარეშე (რაც არ უნდა დაღლილი ვიყო და გვიან მოვიდე სახლში).