ფუმფულა სათამაშოები არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ უფროსებსაც ძალიან უყვართ. სწორედ რბილი სათამაშოები არიან პატარების „მეგობრები“, რომლებიც, როგორც წესი, ყველგან დაჰყავთ, ერთად იძინებენ და საკვებსაც ერთად მიირთმევენ. ბავშვობის ამ „მეგობრებთან“ დამშვიდობება ადამიანებს ხშირად უჭირთ და მათ მთელი ცხოვრება ინახავენ.
თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფუმფულა სათამაშოებს განსაკუთრებულ სიყვარულთან ერთად განსაკუთრებული მოვლაც სჭირდებათ. თუ ბავშვს სათამაშოსთან ერთად უყვარს დაძინება, იგი თვეში 1-2-ჯერ უნდა გარეცხოთ, რადგან ფუმფულა სათამაშოებში დიდი რაოდენობით მტვერი გროვდება.
მათი გარეცხვის დროს აუცილებელია სპეციალური წესების დაცვა. ისინი შეგიძლიათ გარეცხოთ ხელით ან სარეცხ მანქანაში. ნებისმიერ შემთხვევაში მთავარი წესი არის, რომ ცხელი წყალი არ გამოიყენოთ. სასურველია ცივი ან მაქსიმუმ 30 გრადუსი ტემპერატურის წყალი. თუ სარეცხ მანქანაში გარეცხვას გადაწყვეტთ, სათამაშო სპეციალურ ტომარაში მოათავსეთ და დელიკატურ რეჟიმზე გარეცხეთ. რეცხვისთვის გამოიყენეთ საბავშვო სარეცხის ფხვნილი. შეგიძლიათ დაუმატოთ სპეციალური დამარბილებელი სითხეც. გარეცხვის შემდეგ დამატებით კიდევ გაავლეთ და გარეცხილი სათამაშოები კარგად გააშრეთ. ცივ სეზონზე უმჯობესია გასაშრობად გამოიყენოთ ფენი, რადგან ბუნებრივად ძალიან ნელა გაშრება და ამ დროს მასზე შეიძლება ნესტის ბაქტერიები გაჩნდეს.
თუ ფუმფულა სათამაშოს ხელით გარეცხვას გადაწყვეტთ, მაშინ ფხვნილიან წყალში მინიმუმ 15 წუთით მოათავსეთ და მერე გარეცხეთ. დარწმუნდით, რომ კარგად გაავლეთ და მასზე ფხვნილი არ დარჩენილა.
ბავშვები ხშირად ითხოვენ, რომ ფუმფულა სათამაშოებმაც მათთან ერთად იბანაონ. ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, რომ მასზე ქაფი არ დარჩეს.
სათამაშოები, რომლებიც ბავშვებთან ერთად ჭამენ და იძინებენ, მათი განუყრელი მეგობრები ხდებიან. სწორედ ამიტომ დიდი ყურადღება მიაქციეთ იმასაც, თუ რამდენად ხარისხიან, საყვარელ და ლამაზ სათამაშოს აჩუქებთ თქვენს პატარებს. ეს ყველაფერი უფრო ემოციური იქნება, თუ სათამაშო გარკვეულ სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებს.
დღეს ფუმფულა სათამაშოების არჩევანი ნამდვილად ძალიან მრავალფეროვანია. თუმცა ერთ-ერთი განსაკუთრებული ფუმფულა სათამაშო, რაც თქვენს შვილს შეგიძლიათ აჩუქოთ, არის გუნდა. ეს ქართველი პერსონაჟი წლების შემდეგ გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ გააცოცხლა და ბავშვებისთვის სხვადასხვა ფორმით ხელმისაწვდომი გახადა. გუნდა მართლაც განსაკუთრებით შეუყვარდათ ბავშვებს, რადგან ფუმფულა სათამაშოების პარალელურად, მასზე დაიწერა ზღაპრები და შეიქმნა მრავალფეროვანი აქსესუარები. ის სხვადასხვა დღესასწაულზე ბავშვებისთვის საუკეთესო საჩუქარია.
გუნდას პროექტი იმითაც არის გამორჩეული, რომ თითოეული დეტალი ქართველების მიერ იქმნება. უამრავ საერთაშორისო გმირთან ერთად, ქართველებს უკვე საყვარელი ქართველი პერსონაჟიც ჰყავთ.
აჩუქეთ თქვენს პატარებს გუნდას ფუმფულა სათამაშოები და ის აუცილებლად გახდება მათი საუკეთესო „მეგობარი“. აქვე, მათი შესაბამისად მოვლის წესები კი არ დაგავიწყდეთ.
R