შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დამტკიცებული საგამოცდო პროგრამები და დავალებების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
ქართული ენისა და ლიტერატურის 2024 წლის საგამოცდო ტესტში მოცემული იქნება შემდეგი ტიპის დავალებები:
ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა – 3 საათი.
აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.
მათემატიკის საგამოცდო ტესტი შედგენილი იქნება 41 დავალებისგან, რომელთაგან 37 იქნება არჩევითპასუხებიანი დავალება, 4 კი - ღია, წერითი დავალება.
ღია დავალებებიდან 2 იქნება სამქულიანი, ხოლო 2 - ოთხქულიანი. შესაბამისად, ღია დავალებების მაქსიმალური ჯამური ქულა იქნება 14.
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მათემატიკის ტესტის მაქსიმალური ქულაა 51, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კი - 3 საათი.
აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს.
ისტორიის საგამოცდო ტესტში მოცემული იქნება შემდეგი დავალებები:
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კი - 2 საათი და 40 წუთი.
აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.
უცხოური ენების ტესტებში მოცემული იქნება:
6 დახურული დავალება:
წერა (თხზულება), რომლის პირობაც ჩამოყალიბებული იქნება ქვემოთ მოცემული ნიმუშის მსგავსად:
"დღეს ბევრი ადამიანი გადადის სოფელში საცხოვრებლად".
გამოხატეთ თქვენი აზრი დასმულ საკითხთან დაკავშირებით და გაამყარეთ არგუმენტებით.
დავალების პირობაში არ იქნება მოთხოვნა - დაეთანხმეთ ან უარყავით.
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტის მაქსიმალური ქულაა 70, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კი - 2 საათი და 30 წუთი.
აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს.
ბიოლოგიის ტესტი შედგება 40 დახურული ტიპის დავალებისა და 30 ღია დავალებისაგან. ტესტის მაქსიმალური ქულაა 70, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კი - 2 საათი და 30 წუთი.
აბიტურიენტს გამოცდაზე მოეთხოვება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საპროგრამო მასალის ცოდნა და მისი გამოყენება კონკრეტული მიზნით, ასევე დასმულ შეკითხვაზე პასუხის ლოგიკურად, თანმიმდევრულად და არგუმენტირებულად ჩამოყალიბება.
აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.
უფრო ვრცლად 2024 წლის საგამოცდო ტესტური დავალებების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ, გაეცნოთ ბმულზე.
გარდა ამისა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ყველა საგნისათვის 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამები გამოაქვეყნა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რა საკითხებისა და თემების ცოდნა დასჭირდება აბიტურიენტს, თუ სურს, რომ კონკრეტულ საგანში გამოცდა ჩააბაროს.
საგნების მიხედვით პროგრამების ჩამონათვალი შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე: