მის მიერ მონახულებულ ქვეყნებს შორის აღმოჩნდა საქართველო 29 წლის რუმინელი ფოტოგრაფი მიქაელა ნოროკი ბოლო პერიოდში მართლაც მსოფლიო პროექტზე მუშაობს - "სილამაზის ატლასი". მან 37 ქვეყანა მოინახულა და მშვენიერი ქალბატონები გადაიღო, ძირითადად ჩვეულებრივ ხალხს შორის არჩევდა თავიანთი ქვეყნების მშვენიერ წარმოამდგენლებს და ბევრს პირდაპირ ქუჩაშიც გადაუღო. მის მიერ მონახულებულ ქვეყნებს შორის იყო ირანი, პერუ, კოლუმბია, მიანმა, ჩინეთი, ლატვია... ასევე აღმოჩნდა საქართველო და ქართველი გოგონა, რომლის ფოტოც სხვა ქვეყნის ლამაზმანებს შორის არის. იხილეთ სხვადასხვა ქვეყნის ულამაზესი გოგონები ფოტოგალერეაში.