თამუნა მუსერიძე საკმაოდ პატარა ასაკიდან ჩანს ტელეეკრანზე, თუმცა მას შემდეგ, რაც დედა გარდაეცვალა და შემთხვევით გაიგო, რომ ნაშვილებია, მისი ცხოვრება და საქმიანობის სფერო რადიკალურად შეიცვალა. დაიწყო ბოილოგიური მშობლების ძებნა, ოღონდ ამას მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ აკეთებდა. შექმნა ჯგუფი „ვეძებ“, სხვადასხვა სატელევიზიო არხებზე ჰქონდა და ახლაც აქვს საავტორო გადაცემა, რომლის მთავარი მიზანია, აპოვნინოს მშობლებს/შვილებს მათი ბოილოგიური ნათესავები. ეს გზა არაა მარტივად გასავლელი და ძიების პროცესში ბევრი დაბრკოლება ხვდება, მაგრამ მისი დახმარებით უამრავმა დედამ იპოვა მისი მკვდრადგამოცხადებული და სინამდვილეში გაყიდული შვილები. თამუნას შრომას უყურადღებოდ თურმე არც ამერიკა დაუტოვებია, დღეს ცნობილი გახდა, რომ BBC-ის ყოველწლიურ გამოკითხვაში, სადაც მსოფლიოს გავლენიანი ქალები არიან დასახელებულები, ერთ-ერთი სწორედ თამუნაა, მასთან ერთად სიაში არინ: აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა, ადამიანის უფლებათა იურისტი ამალ კლუნი, ხელოვნური ინტელექტის ექსპერტი ტიმნიტ გებრუ, ლეგენდარული ფემინისტი აქტივისტი გლორია სტეინემი, ჰოლივუდის ვარსკვლავი ამერიკა ფერერა, სილამაზის ინდუსტრიის მაგნატი ჰუდა კატანი და ა.შ. ბუნებრივია, ეს დიდი პატივია საქართველოსთვის და თამუნასთვის, რომლისთვისაც სიახლე შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.
„ღმერთო არ მჯერა ეხლა ამას რომ ვწერ !!!!!!!!!!!!!!!! უკვე 10 წელია, ყოველი წლის ბოლოს BBC მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან გამორჩეული ქალების ასეულს აქვეყნებს. იმ ქალების, რომლებმაც საკუთარ ქვეყანაში გარკვეული წვლილი შეიტანეს და მის მიმართ ინტერესი მისი ქვეყნების ფარგლებს გაცდა. წელს პირველად ბიბისი საქართველოში განვითარებული მოვლენებით დაინტერესდა.!!! წელს პირველად, ქართველი ქალი მოხვდა მსოფლიო ინფლუენსერი ქალების ასეულში!!! წელს, მიშელ ობამასთან ერთად ამ ასეულში მე აღმოვჩნდი!!! ჯერ ვცახცახებ და შეიძლება კარგად ვერ ვერ ვალაგებ ტექსტს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა! სიმართლის არგაგება და სიმართლისთვის ბრძოლა ამად ღირდა! არასდროს თქვათ თქვენ მიზნებზე უარი, არასდროს დაიხიოთ უკან. არასდროს ჩაიქნიოთ ხელი და გახსოვდეთ. ცუდს აუცილებლად! აუცილებლად მოსდევს კარგი! თუმცა ამ სიაში მარტო ჩემი ბრძოლით ვერ მოვხვდებოდი.უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემ გოგოებს. ია ყველაშვილი, ანი გრძელიშვილი, მარიამ ნოზაძე, ნინა მინდიაშვილი, მარიამ ტუღუში. მადლობა ჩემ ქმარს მოთმინებისთვის და ატანისთვის. მადლობა ჩემ GOOD LOOK-ს მუდამ ჩემ გვერდში ყოფნისთვის. და მადლობა ELKE SHOP-ს . ალბათ კიდევ ძალიან ბევრი ადამიანისთვის მაქვს მადლობა სათქმელი. ცოტას დავლაგდები და გავაგრძელებ“ - წერს თამუნა სოციალურ ქსელში.
თეკლა ჟვანია