ალ ბანოს უმცროსი ქალიშვილი, რომელიც ქართულ "ცეკვავენ ვარსკვლავებს" შეუერთდა და რომელსაც ცნობილი და გავლენიანი მამა ყოველთვის გვერდში უდგას - მშობლები

ალ ბანოს უმცროსი ქალიშვილი, რომელიც ქართულ "ცეკვავენ ვარსკვლავებს" შეუერთდა და რომელსაც ცნობილი და გავლენიანი მამა ყოველთვის გვერდში უდგას

2023-11-21 14:00:01+04:00

"ტელეიმედზე" "ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალ სეზონში იტალიელი გოგონა გამოჩნდა - მომღერალი ჯასმინ ქარიზი, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, ცნობილი ალ ბანოს ქალიშვილია - ექვსი შვილიდან ერთ-ერთი.

გოგონა ალ ბანოს მეორე ქორწინებაში შეეძინა - ლორედანა ლეჩიზოსთან, რომელიც მასზე 20 წლით არის უმცროსი და ალ ბანოს ცხოვრებაში მისი ტრაგიკული ამბების შემდეგ გამოჩნდა. მას მერე, რაც ქალიშვილი მოსტაცეს და მსოფლიოში პოპულარულმა წყვილმა - ალ ბანომ და რომინა პაუერმა დაშორება გადაწყვიტეს, რომინა ქვეყნიდანაც წავიდა, კაცმა კი რამდენიმე წელიწადში იქორწინ ტელეწამყვან ლორედანაზე.

loredana-lecciso-1-1024x660-1700561447.jpg
ალ ბანო და ლორედანა

მასთან ორი შვილი ეყოლა - ალ ბანო უმცროსი და ჯასმინი. თუმცა ეს ქორწინებაც დაინგრა. როგორც ამბობენ, ძირითადი მიზეზი ლორედანას ეჭვიანობა იყო რომინაზე, რადგან ყოფილი ცოლ-ქმარი ერთმანეთს პერიოდულად ხვდებოდა და ლორედანა ფიქრობდა, რომ ალ ბანოს ის ისევ უყვარდა.

scale-1200-1-1700561447.jpg
ალ ბანოს მეორე ოჯახი

რაც შეეხება ჯასმინს, მან არც ისე დიდი ხანია დაიწყო სიმღერა. ამბობს, რომ ბავშვობიდან სიმღერის გარემოცვაში იყო და ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ თავადაც ამღერდა. ჯასმინი წერს მუსიკას, და მღერის როგორც მარტო, ისე მამასთან ერთად. ალ ბანო ამბობდა, რომ ერჩივნა, მის ქალიშვილს იურიდიული განათლება მიეღო, თუმცა მან მუსიკის გზა აირჩია და ამ გზაზეც მის გვერდით იდგება. მით უმეტეს, რომ ის იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ადამიანია, თავისი კომპანიებით, სასტუმროს ქსელით, ხმის ჩამწერი კომპანიით და მამულებით და შვილის გაპოპულარებაზეც საკმაო თანხებს ხარჯავს.

forum-australia-litinerario-di-jasmine-carrisi-e-incredibile-arte-natura-cultura-e-intrattenimento-in-una-sola-meta-1700561771.jpg

იხილეთ მეტი ალ ბანოსა და რომინა პაუერის ტრაგიკულ სიყვარულზე და მათ ბიოგრაფიაზე:

ტრაგედია, რომელმაც ცნობილი იტალიური ოჯახური დუეტის ბედნიერება შეიწირა - ალ ბანოსა და რომინა პაუერის ამბავი