ბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის ვაჟის, პაქსის 2020 წელს გამოქვეყნებული პოსტი ახლახანს მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში. მაშინ 16 წლის პაქსი მამას "მსოფლიო დონის ახვარს" უწოდებს და ამბობს, რომ ის "საშინელი ადამიანია". პაქსმა პოსტი პირადი "ინსტაგრამის" ისტორიების განყოფილებაში ატვირთა, სადაც მხოლოდ მეგობრები ჰყავდა დამატებული.
2020 წლის პოსტში პაქსმა ფოტო ატვირთა, რომელზეც ბრედ პიტს "ოსკარით" აჯილდოვებენ და მას მამის დღისადმი მიძღვნილი წარწერა დაურთო. ის წერდა, რომ ვარსკვლავთან ცხოვრება მისთვის და მისი უმცროსი და-ძმებისთვის მუდმივი ჯოჯოხეთი იყო.
ახლა, როდესაც სამი წლის წინანდელი პოსტის შინაარსი გასაჯაროვდა, 59 წლის პიტთან დაახლოებული წყაროები მედიასთან ალაპარაკდნენ. მათი თქმით, ამ პოსტის გახმაურება, ბრედისთვის დამთრგუნველია. The Sun-თან ოჯახთან დაახლოებულმა პირმა ისაუბრა:
"სამწუხაროა იმის ყურება, როგორ ხატავენ ბრედს ცუდ ადამიანად, რადგან ეს სიმართლისგან ძალიან შორსაა".
მანვე დასძინა, რომ პიტი თითოეულ შვილს დიდ პატივს სცემს და ურჩევნია, რომ ამ სიტუაციას "ღირსეული დუმილით" შეხვდეს. განაგრძეთ კითხვა