რამდენ ადამიანს ჰქვია დღეს საქართველოში გიორგი და რამდენ ბავშვს დაარქვეს ეს სახელი 2023 წელს - მშობლები

რამდენ ადამიანს ჰქვია დღეს საქართველოში გიორგი და რამდენ ბავშვს დაარქვეს ეს სახელი 2023 წელს

2023-11-23 14:47:57+04:00

23 ნოემბერს გიორგობის დღესასწაული აღინიშნება და ოფიციალურად უქმე დღეა. სახელი გიორგი კი ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტ ადამიანს ჰქვია. უფრო კონკრეტულად, სახელმწიფოს სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 193 438 გიორგი ცხოვრობს.

2023 წელს კი, ამ მომენტამდე, 722 გიორგი დაიბადა.

აღსანიშნავია ისიც, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ Mshoblebi.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გასულ წელს, საქართველოში ვაჟების სახელებს შორის კვლავ გიორგი ლიდერობდა და 1072 ბავშვს დაარქვეს.

გავრცელებული სახელები, რომლებიც შეცდომით ქართული გვგონია
გოგოს და ბიჭის სახელები, რომლებიც 2024 წელს აქტუალური იქნება
ამ სახელებს საქართველოში ბავშვს ვერ დაარქმევთ - რა აკრძალვები მოქმედებს ბავშვის სახელებზე და როდის ერევა სასამართლო სახელის დარქმევის პროცესში