სერიალ "ჩცდ"-ს მორიგ ეპიზოდს მაყურებლის საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოება აღაშფოთა ჯერ მდიდარი მეზობლის პერსონაჟმა, რომელიც ისევე, როგორც ხდება ხოლმე რეალურ ცხოვრებაშიც, ნაკლებად მდიდარი მეზობლის "ადგილზე დასმას" ცდილობს და ეუბნება, რომ მეზობლის გოგონამ "თავი დაანებოს" მის ბიჭს, რომელსაც დიდი მომავალი და გეგმები აქვს და ბავშვების რომანი არაფერში სჭირდება, რძლადაც არ შეიყვანენ ტასოს და თან, ნინას მეტი სანერვიულო აქვს, რადგან გოგოს დედაა.
- "ეს რეალურადაც ასეა, ვითომ ძალიან განათლებულები და ინტელიგენტი ხალხი აი, ასე იქცევა სხვადასხვა ურთიერთობებშიც. ცოტა დაეშვით ვითომ ძან არისტოკრატო ადამიანებო, ჯობს მყარად დაჯდეთ, ვიდრე იფრინოთ".
- "ნინა რატომ არის ყოველთვის ჩუმად! აალაპარაკეთ ეს გოგო! ასწავლეთ დაიცვას საკუთარი საზღვრები! თავისი ოჯახი! თავისი შვილები! იქნებ რომელიმე სეზონში მაინც ჰქონდეს მყარი პოზიცია".
- "რეალურად არიან ასეთი ქალები, სამწუხაროდ. კეკელკების და გაზულუქებული ქალების დროა ახლა".
- "დღევანდელი ქალების 80 პროცენტის სახე!!! თან ,,ახლად გამოსვეცკებული" არაქალების რეალური სახე!!"
- "მე არ მეშინია, შენ უნდა ნერვიულობდე, გოგოს დედა ხარო... ანუ რა კოშმარია"
- "ნერვები მომეშალა დაჩის დედაზე რაა მაგრად.... ნინას ადგილას მაგრად გამოვლანძღავდი და გავუშვებდი".
- "როგორც ყოველთვის, ბიჭის დედა ინიციატორი, ჩაერიოს შვილის ცხოვრებაში".
- "ტიპიური ბანძი დედა, რომელიც შვილის ბედნიერებაზე კი არ ფიქრობს, მხოლოდ საკუთარ თავზე! მშობელმა უნდა გადაუწყვიტოს შვილს, როდის შეუყვარდეს და როდის არა, როდის დაქორწინდეს და როდის არა. ერთი ის ვიცი, რომ ასეთი შვილები არასოდეს არიან მერე ბედნიერები!"
- "მე ვფიქრობ, რომ ნინას უფრო მეტად უნდა დაეცვა შვილის ინტერესი, არა დუმილით, არამედ სიტყვით. მარისნაირ ქალებთან დუმილით ვერაფერს გახდები და მით უფრო ვერაფერს მიახვედრებ, სწორედ სიტყვით შეიძლება მათი ძირს დაშვება. მან არამარტო ტასოს, არამედ თავის ოჯახსაც დიდი შეურაცხყოფა მიაყენა, თითქოს არ იყვნენ მათი წრის ღირსნი. რეჟისორმა ხმა უნდა ამოაღებინოს ნინას და სათქმელი ათქმევინოს, კორექტულად და კულტურულად, რა თქმა უნდა".
- "ეს არის ქაჯი. და ქაჯმა არ იცის, რომ ფულით იყიდის ყველაფერს საერთოდ ყველაფერს, მაგრამ ვერ იყიდის დონეს. დონე არ იყიდება. ყოჩაღ, ნინა, ყოჩაღ შენს თავშეკავებას", - წერენ მაყურებლები.
კიდევ უფრო ცუდი რეაქცია მოჰყვა დედის საქციელს, რომელმაც ეს ინფორმაცია ქალიშვილს ცივად და უხეშად პირდაპირ მიაწოდა:
- "როგორ მეგონა, რომ ნინა ჩაეხუტებოდა ტასოს, მოეფერებოდა. ესეთი სიცივე დედის მხრიდან, საშინელებაა".
- "ნეტა მხოლოდ მაშინ აჩენდნენ ადამიანები შვილებს, როდესაც ჯერ თვითონ იქნებიან ფსიქოლოგიურადაც ზრდასრულები. აღარ გააუბედურებდენ შვილებს".
- "სხვანაირად უნდა მიეწოდებინა ტასოსთვის ეს ინფორმაცია. ანუ ნერვიულობს ჯეკოზე და ტასო დაიკიდა".
- "იმ ქალთანაც ვერ დაიცვა შვილი ბოლომდე და შვილთანაც არასწორად მოიქცა".
- "აქაც მაგარი დედაა, თინეიჯერებს და მის ჭკუაზე გადასულებს რო არ მოგწონთ, ეგ არცაა გასაკვირი. ტასო უტვინო გოგოა, რადგან რა რომანი კი არა, დიახ, უნდა თქვას, რომ უყვარს და ზრდასრულებთან ერთად მონახოს ის გზები, რითაც მიაღწევს თავის მიზანს, და არა რა რომანი და თავი დამანებე და ათასი უტვინო გამონათქვამები".
- "ვკითხულობ კომენტარებს და გაოცებული ვარ: " უვარგისი, საშინელი" დედა... ჩაქოლეთ ადამიანი, დედა, რომელიც მიწასთან გაასწორა გავლენიანი ბობოლა ოჯახის უტაქტო ქალმა და რა ექნა ნინას, არ ეთქვა? თუ დალოდებოდა როდის ატკენდა გულს ის გაზულუქებული ქალი ტასოს და მერე როგორ მწარედ ეტყოდა და გაანადგურებდა ბავშვს და მერე იტყოდით, ნინა ჯეკოზე ფიქრობს და ტასო დაიკიდაო. ასე რომ, ნინას ეშაფოტისათვის ნუ გაიმეტებთ - სხვის ომში ყველა ბრძენია..."
- "ერთხელ მაინც შეიძლება, ნინა თავის შვილს გვერდში დაუდგეს? რა საშინელი დედაა".
- "ნინაა ძალიან დიდი მაგალითია იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს დედაა".
- "ნინა, რა საშინელი დედა ხარ!"
- "ერთ-ერთი მაგალითი როგორი არ უნდა იყოს დედა".
- "ნინა ყოველთვის ყველას ანგარიშს უწევს, საკუთარი შვილების გარდა".