„ქვეყანაში ხარისხიანი მედიკამენტების დეფიციტია - ფარმაცია არის ჩვეულებრივი ბიზნესი და ნუ ვუყურებთ როგორც სოციალური დახმარების კანტორას,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში, „ლელოს“ წევრმა ვატო სურგულაძემ ჯანდაცვის სექტორში განხორციელებული რეფორმების შეფასებისას განაცხადა.
„ქვეყანაში ხარისხიანი მედიკამენტების დეფიციტია. რეფერენტული ფასები რაც შემოიღეს, ქსელში ვეღარ იყიდი ხარისხიან - ევროპაში ან შეერთებულ შტატებში გამოშვებულ მედიკამენტს.
წარმოიდგინეთ, მე (ბიზნესს) მეუბნებიან მედიკამენტის რეფერენტული ფასის ჭერი არის პირობითად 3 ლარი, ამ დროს ინდური წამალი ჩამომაქვს 1 ლარად და შემიძლია ფასი 3 ლარამდე ავწიო, ხოლო ევროპული ჩამომაქვს 2.80 ლარად და მხოლოდ 20 თეთრის მატება შემიძლია, რომელს ჩამოვიტან?!