სერიალ "ჩცდ"-ს წლევანდელი სეზონის ახალი ვარსკვლავი ტასოს შეყვარებული დაჩია, რომელიც მდიდარი და გავლენიანი მშობლების უბრალოდ შვილია. რეალურ ცხოვრებაში კი დაჩის გივიკო ჰქვია. გივიკო ცნობილი მსახიობის დავით ხახიძის ვაჟია, რომელიც ასევე მონაწილეობდა წლების წინ "ჩცდ"-ში და ასევე მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობია.
ამავე თეატრში აიდგა ფეხი მისმა ნიჭიერმა ვაჟმა გივიკომ და თვით კახი კავსაძეს გაუწია პარტნიორობა სცენაზე.
წელს კი სერიალში გამოჩნდა და მშვენივრად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას, თაყვანისმცემლებიც შეიძინა და როგორც ჩანს, მომავალში ისიც სამსახიობო გზას გააგრძელებს.