მშვენიერი მსახიობის თინა გალდავას და მისი სიმპათიური მეუღლის ნიკა ჩხაიძის ქორწილზე რვა წლის წინ პრესა აქტიურად წერდა. ქორწილს 300 კაცზე მეტი ესწრებოდა, მათ შორის, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, ჯვარი კი წყვილს თინას მამამ - მღვდელმა მამა ალექსანდრემ დასწერა, რაც ორივესთვის ძალიან ემოციური ფაქტი იყო.
ქორწინებიდან 8 წლის შემდეგ წყვილი ამ ფაქტს კვლავ ემოციურად იხსენებს.