იცით, რომ ყოველდღიური შხაპით თქვენს კანს გამოშრობის რისკს უქმნით? ამერიკელი დერმატოლოგი ჯოის პარკი ირწმუნება, რომ კანისა და თმის დაბანის უნივერსალური მიდგომა არ არსებობს. დაახლოებით ორი წლის წინ, ერთმა ამერიკულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამერიკელების 66%-ზე მეტი შხაპს ყოველდღიურად იღებს – სამწუხაროდ, ეს რეჟიმი ყველასთვის უვნებელი არ არის.
მშრალი კანის მქონე ადამიანებმა ან მათ, ვისაც ეგზემა აწუხებს, ყოველდღე არ უნდა იბანაონ, საპნები და ცხელი წყალი კიდევ უფრო დაასუსტებს ისედაც დაზიანებული კანის დამცავ შესაძლებლობებს. დერმატოლოგები ამბობენ, რომ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, მაგალითად, მძიმე სამუშაო დღის ან ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ, უნდა მიიღონ ამ ტიპის კანის მქონე ადამიანებმა ყოველდღიური შხაპი. მაგრამ ამავე დროს, შეიძლება, რომ ოფლის ყველაზე მაღალი კონცენტრაციის მქონე ცალკეულ ადგილები ხშირად დაიბანონ.
„თუ შხაპის მიღების შემდეგ კანი მშრალია, ეს ჩვეულებრივ ნიშნავს, რომ დასაბანი საშუალება თქვენთვის უხეშია და კანის ბარიერს აზიანებს. ეს საბოლოოდ ტენიანობის დაკარგვას იწვევს. დაბანის შემდეგ უნაკლო სისუფთავის შეგრძნება კანის მჟავა-ტუტოვანი ბალანსის ცვლილების სიგნალია“, - ამბობს ექიმი ჯასტინ ჰექსტალი.
ასევე კანის ზედა ფენის დაზიანების ნიშნებია აკნე, ნაადრევი ნაოჭები, უხეშობა, სიმშრალე, აქერცვლა და ქავილი. განსაკუთრებით ცხელ თვეებში, ქაფზე ან თიხზაზე დაფუძნებულ დასაბან საშუალებებზე გადაერთეთ. ცივ ამინდში რძის შემცველი საშუალებები და დამატებითი დატენიანებლები გამოიყენეთ. ექსპერტები ზოგადად გვირჩევენ, ყურადღებით დააკვირდეთ შხაპისთვის განკუთვნილ დასაბან საშუალებებს და უფრო ნაზი ქიმიური შემადგენლობით შეარჩიეთ. ისინი კანს გაასუფთავებენ და არ იმოქმედებს მის ჰიდროლიპიდურ ბალანსზე. მაგალითად, რძემჟავას ან ჰიალურონის მჟავას შემცველი პროდუქტების გამოყენება კანის ბუნებრივი ბზინვარების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ, ხოლო ნიაცინამიდის შემცველი პროდუქტები ადვილად აღმოფხვრის სიწითლეს.