ცნობილი მოდელი ირინა შეიკი დილის 7 საათზე დგება, საუზმეს თავად ამზადებს და ქალიშვილი სკოლაში მიჰყავს. ამის შემდეგ იწყებს შეხვედრებსა და სამუშაოს. თავისი ცხოვრების წესისა და დედობის შესახებ მოდელმა ამერიკული ELLE-თვის მიცემმულ ინტერვიუში განაცხადა და აღიარა, რომ ყველახე დიდი ნებივრობა მისთვის ლოგინში საუზმობაა.
მოდელის თქმით, თავის დროზე ორსულობამ აიძულა მანქანის მართვა ესწავლა - მანამდე მხოლოდ ტაქსით გადაადგილდებოდა. ორსულობის დროს კი, როდესაც ლოს ანჯელესში ცხოვრობდა, უკანა სავარძელზე ძალიან ცუდად გრძნობდა თავს. ასე რომ, შეიკმა მანქანის მართვის გაკვეთილები ფეხმძიმობის საკმაოდ დიდ ვადაზე აითვისა, თუმცა ადვილი არ იყო, რადგან მუცელზე საჭე აჭერდა. სამაგიეროდ, გამოცდა წარმატებით ჩააბარა. შეიკი ახლა ნიუ-იორკში ცხოვრობს, სადაც პირადი ტრანსპორტი სულაც არ არის მომგებიანი და ისევ ტაქსით მგზავრობს.
„ორივე მშობელი ლეას ყველგან თან ვატარებთ. ორი დღის წინ მომიწია სპორტდარბაზში წასვლა, ამიტომ სახატავი ალბომი ვუყიდე და ვუთხარი: "დედა ვარჯიშობს და დაელოდე". ერთი საათის განმავლობაში ხატავდა. შემდეგ მაიკლ კორსთან მივედით სამოსის მოსარგებად. იქ ყველა გოგო გაიცნო. მაიკლმა ჩანთა მისცა. მან კი კნუტი დაუხატა. მაშინაც კი, როცა კუპერი გადაღებებზეა, განრიგს ვადგენთ, რომელიც ორივეს გრაფიკს მორგებულია. ყოველთვის ვპოულობთ გზას, რომ ბავშვი გვერდით გვყავდეს", - ამბობს შეიკი.
პოდიუმის ვარსკვლავმა ასევე აღიარა, რომ ქალიშვილს რუსულად ესაუბრება, ეს მათი საიდუმლო ენაა, რადგან მის გარშემო არავის ესმის.
მოდელის კარიერა მშვენივრად ვითარდება - შოუებსა და გადაღებებში მონაწილეობს, Furla-მ 2023 წლის შემოდგომის კამპანიის სათავეში მიიწვია. გასულ ზაფხულს კი ირინა Fendi-ის ახალი კოლექციის სახე გახდა.
ირინა ოჯახს თავად უზრუნველყოფს, მდიდარი ქმრის გარეშე, ამიტომ საქმიან შემომთავაზებებზე უარის თქმა მის პრინციპებში არ შედის. როდესაც პატარა ლეა წუხს, რომ დედა სამსახურში მიდის, შეიკი ეუბნება: „გინდა, დასასვენებლად წავლა? ხომ გინდა საყიდლებზე სიარული? ამიტომ მივდივარ ლონდონში, რომ ამ ყველაფრის ფული გვქონდეს. მამასთან იქნები, რადგან დღეს დედა მუშაობს“, - ამბობს ირინა.
” ჩემს ქალიშვილს რომ ვუყურებ, მესმის, რომ სულ სხვა გარემოში იზრდება. ცხოვრობს ნიუ-იორკის პრესტიჟულ უბანში და არაფერი აკლია. მაგრამ გვინდა, რომ იცოდეს ნივთების ღირებულება და ყველაფრის ფასი, რაც გვაქვს. გვინდა ვაჩვენოთ შვილს, რომ ბევრი რამის მისაღებად ბევრი მუშაობაა საჭირო", - ამბობს მოდელი. სხვათა შორის, არც შეიკი და არც გოგონას მამა, ბრედლი კუპერი, ძიძის მომსახურებით არ სარგებლობენ.
"ის საუკეთესო მამაა, რაზეც კი მე და ლეას შეგვეძლო გვეოცნება“, - ამბობს ირინა, მაგრამ ჟურნალისტის შეკითხვას, „თქვენ და კუპერი ისევ ერთად ხართ? ამის შესახებ ხომ მუდმივად წერენ Daily Mail და New York Post“. პასუხად მოდელმა გაიღიმა და განაცხადა: "კომენტარის გარეშე".
მიუხედავად იმისა, თუ რა ინფორმაციას ავრცელებს ყვითელი პრესა, შეიკი ამტკიცებს, რომ საუკეთესო და ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობები საკუთარ თავთან აქვს.