მოდელმა და ტელეწამყვანმა ნუკი კოშკელიშვილმა ცოტა ხნის წინ აცნობა გამომწერებს, რომ მეორე შვილის მოლოდინში იყო. ნუკი თავიდანვე წერდა, ამ ორსულობისას განსაკუთრებით აწუხებდა ტოქსიკოზი. რამდენიმე დღის წინ კი ერთ-ერთ ვიდეოში აღნიშნავდა, რომ სისხლდენა და მუცლის მოშლის საშიშიროება ჰქონდა.
ახლახან კი გულშემატკივრებს სამწუხარო ინფორმაცია გაუზიარა: „სამწუხაროდ მომეშალა, უღრმესი მადლობა ყველას თანადგომისთვის და გულშემატკივრობისთვის…“ - დაწერა ნუკიმ სოციალურ ქსელში.