იურისტი გიორგი ბჟალავა T L Company-ის გვერდზე საუბრობს, რა ხდება მაშინ, როდესაც მსესხებელს, ან თავდებს არანაირი ქონება არ აქვს და თანხის გადახდას ვერ ახერხებს:
- ჩემს სახელზე არაფერია და რას გადამახდევინებენ? - ამ შეკითხვით ადამიანები ხშირად მოგვმართავენ და გვსურს, რომ განმარტება გავაკეთოთ.
იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვართ მსესხებელი, ან თავდები და ჩვენ წინააღმდეგ იძულებითი აღსრულებაა დაწყებული, მაგრამ არც მოძრავი და უძრავი ქონება, არც თანხა გაგვაჩნია. თუმცა, აღნიშნულ აღსრულების გადაწყვეტილებას 10-წლიანი ხანდაზმულობის ვადა აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ 10 წლის განმავლობაში რაიმე სახის უძრავი, ან მოძრავი ქონება, რაიმე სახის თანხა გაგვიჩნდება ანგარიშებზე, სწორედ ამ თანხებიდან და ქონებიდან მოხდება ვალდებულების დაფარვა - თანხების დაყადაღებით და უძრავი, თუ მოძრავი ქონების რეალიზებით. აქედან გამომდინარე, საქმეს ყურადღებით მოეპყარით და დაიცავით თქვენი უფლებები.