ჟურნალისტი, ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე "რუსთავი 2-ის" ეთერში საკუთარი ბიოლოგიური ნათესავების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ახლო ნათესავები იპოვა, თუმცა ბიოლოგიური მშობლების შესახებ ჯერ კვლავ არაფერი იცის:
-საკმაოდ ახლო ბიოლოგიური ნათესავები ვიპოვე. საუბარი მაქვს ალალ ბიძაზე, ასევე მამიდებზე, ბიძაშვილებზე, მამიდაშვილებსა და ბაბუაზე. ყველა კითხულობს, თუ იცი, ბიძა ვინ არის, როგორ შეიძლება, არ იცოდე, ვინ არის მამა. ბაბუაჩემი რომ გარდაიცვალა, ბიძაჩემი და მამიდაჩემი პატარები იყვნენ, 3-4 წლის და არ იციან, ვინ იყო ის ქალბატონი, ვისგანაც მამაჩემმა ჩემი მშობელი გააჩინა. შესაბამისად, ეს ინფორმაცია, ჩვენამდე ჯერჯერობით არ მოსულა. ჩემ შემთხვევაში ისე მოხდა, რომ ძალიან ბევრი წინააღმდეგობა შემხვდა. 8 წლის განმავლობაში ერთ დღესაც კი არ მიფიქრია, რომ ეს არ გამომივიდოდა, ჩემს მშობლებს ვერ ვიპოვიდი და ხელი ჩამექნია. აქამდე ჩემს ნათესავებზე ნაწყენი ვიყავი, რომ სიმართლეს არ მეუბნებოდნენ, სულ ვფიქრობდი, რატომ მიმალავდნენ, რატომ არ მეუბნებოდნენ ჩემი ბიოლოგიური მშობლების ვინაობას. ახლა ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებს, სიმართლე თავის დროზე რომ ეთქვათ, რომ მეპოვა ჩემი მშობლები, ამ საქმეს ხელს არასოდეს მოვკიდებდი. ალბათ, ღირდა ამ სიმართლის არგაგება იმისთვის, რომ ამდენ ადამიანს ეპოვა ერთმანეთი.