მოდელი, ყოფილი "მის საქართველო" ჯანეტ ქერდიყოშვილი 31 წლის გახდა. დაბადების დღე მეუღლესთან, ძმასთან და მეგობრებთან ერთად მადრიდში აღნიშნა. მეუღლემ, ტელეწამყვანმა და პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ სოციალურ ქსელშიც მიულოცა დღეობა: "ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა, შენ რომ შემხვდი ცხოვრების გზაზე... გილოცავ, ჩემო სიყვარულო".