9 წლის იყო თედო ბექაური, როდესაც გაღმა ნაპირში განსახიერებული როლით, მსოფლიომ გაიცნო. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა.... დღეს თედოს ცხოვრება არაფრით ჰყავს მის მიერ განსახიერებულ, „გაღმა ნაპირზე" მცხოვრები ბიჭისას. ის უკვე თავად მამაა და ახლა მისი მთავარი ფიქრი და საზრუნავი 2 წლის დემეტრეს მომავალია (რომელიც მამის ორეულია).
ვინ იცის, როგორ გაგრძელდებოდა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ორბეთელი ბიჭის ცხოვრება, რომ არა ერთი შემთხვევითი შეხვედრა ფილმის რეჟისორ გიორგი ოვაშვილთან. როგორც ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს თედო ბექაური, ამ შეხვედრამ მისი ცხოვრება ძირეულად შეცვალა.
თუმცა როგორც ირკვევა რეჟისორსა და მსახიობს შორის გარკვეული ინციდენტიც იყო. თედომ ამის შესახებ "სიცრუის დეტექტორში" ისაუბრა. შეკითხვეაზე იყო თუ არა ნაწყენი რეჟისორზე, ბექაურმა დადებითი პასუხი გასცა:
"გიორგის და მის მეგობარს ჰქონდათ რესტორანი. ხშირად მიწევდა მისვლა, ერთხელ გიორგის დავურეკე, თუ გაქვს ვაკანსიათქო, ნებისმიერ რამეზე ვიმუშავებო. მითხრა მოდიო და ჩემთან დაიწყე მუშაობაო, პრომოს პოზიციაზეო. მივედი და რომ ამიხსნა სიტუაცია იყო ასეთი - ინგლისური და რუსული უნდა მცოდნოდა. არ ვიცოდი არც ერთი ენა კარგად და ვუთხარი, ვერ დავიწყებ ამ პოზიციაზე მუშაობას, არ მინდა-მეთქი. სხვა რამეს მოვძებნითქო. ნუ მუშაობა რომ ვერ დავიწყე, ის პერიოდი ხშირად მივდიოდი გიორგის რესტორანში, მეგობრები შევიძინე. ერთ დღეს გიორგის მივწერე, რომ თუ ხარ ობიექტზე, ნახვა მინდა შენითქო. მითხრა, აქ ვარო ახლაო და ისეთ სიტუაციაშიო, ვერ აგიხსნიო, ქურდობა მოხდაო. დავინტერესდი, რა ქურდობა მოხდა, მანამდე იქ მეც ვიყავი.
მეორე დღეს მივედი და ერთ-ერთმა გამომიყვანა და მითხრა, რომ ძალიან მერიდება და შენ გადებენ ხელსო. გარკვეული თანხა დაიკარგა.