დავით თარხან-მოურავის სატელევიზიო ეთერში შვილის გარდაცვალების შემდეგ პირველად გამოჩნდა. იორამ თარხან-მოურავი უცხოეთში ცხოვრობდა და გულის პრობლემები აწუხებდა. ახალგაზრდა კაცი უახლოეს მომავალში ოპერაციის გაკეთებას გეგმავდა.
პოლიტიკოსმა ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამო მიმართვის გავრცელება იმ ადამიანებისთვის გადაწყვიტა, რომლემბაც სხვადასხვა დროს უახლოესი ადამიანები დაკარგეს.
დავით თარხან-მოურავი:
- მე ახლა საერთოდ არ უნდა ვიყო ეთერში დღეს, გუშინ დავკრძალე ჩემი 35 წლის ვაჟი, მაგრამ იძულებული ვარ... და რასაც ვიტყვი, იქიდან გამოჩნდება, რატომ ვარ ეთერში. მე მყავს ერთი სერბი მეგობარი, ბერი. საქართველოს ხშირი სტუმარია და მისი ისტორია მინდა მოვყვე. ის არ ყოფილა ბერი, იყო დიპლომატი, ერისკაცი, ახალგაზრდა შვილი ჰყავდა. ჩემი ვაჟი გულის პრობლემით გარდაიცვალა. აორტა გაუსკდა გულის და ამ ბერის შვილიც იგივე დაავადებით გარდაიცვალა. შვილი რომ დაეღუპა ამ კაცს, ღმერთს ეჩხუბებოდა, ღვთისმშობელს, ეუბნებოდა რატომ წამართვი შვილი.
ერთხელ ჰყვება, დილის 5 საათია და უცებ ვხედავ ღვთისმშობელსო. მაჩვენებს გარდაცვლილს შვილს, თითქოს ცოცხალია, მანქანის საჭესთან ზის, მიდის მოყინულ გზაზე, მანქანა სრიალდება და გაჩერებაზე მდგომ ქალსა და ეტლიან ბავშვს ეჯახება. ამის შემდეგ ბავშვს კლავს, შემდეგ მეორე სცენა, მისი შვილი ციხეშია, სადაც ციხეში კლავენ, ჩხუბის დროს. ამის შემდეგ წავიდა სასულიერო ცხოვრებაში და ბერი გახდა. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო