გამომცემლობა „პალიტრა L“ განსაკუთრებული შეთავაზებებით „ბიბლუსის საახალწლო ფესტივალზე“ გელით. ღონისძიება 7-10 დეკემბერს „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში გაიმართება და სტუმრებს დიდი ფასდაკლებებითა და სიურპრიზებით გაანებივრებს. სწორედ ამ ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილეა „პალიტრა L“, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის და მათ შორის საბავშვო წიგნებს ფასდაკლებით შემოგთავაზებთ და ამავდროულად, გირჩევთ ბესტსელერ წიგნებს, რომელთა შეძენაც თქვენს შვილებს ნამდვილად გაახარებს. წიგნი კი ნამდვილად საუკეთესო საჩუქარია. გაანებივრეთ თქვენი შვილები მათთვის საინტერესო წიგნებით, ასწავლეთ წიგნთან მეგობრობა და მალევე ნახავთ, როგორ აისახება ეს მის ხასიათსა და თვისებებზე.
მაშ ასე, წიგნები, რომლებიც „ბიბლუსის საახალწლო ფესტივალზე“ თქვენი პატარებისთვის უნდა შეიძინოთ ასე გამოიყურება:
ეს ლამაზად ილუსტრირებული წიგნი იმპერატორებისა და ცენტურიონების ძველ სამყაროში გადაგიყვანს. გაიცანი რომაელი ხალხი და აღმოაჩინე მათი დიდებული იმპერიის საგანძური. გლადიატორის ჩაფხუტითა და გველის ფორმის ოქროს სამაჯურით დაწყებული, ჩახლართული მოზაიკებით, ელვარე საომარი იარაღითა და ბავშვის სათამაშო ცხენით დამთავრებული, შთამბეჭდავი ილუსტრაციების საშუალებით ძველი რომის გასაოცარ საგანძურს გაეცნობით. თითოეულ ნივთს თავისი ისტორია აქვს. ასე რომ, თქვენი შვილები გაიგებენ, როგორი იყო გლადიატორის, ჯარისკაცის ან რომაელი ბავშვის ცხოვრება, გაეცნობიან იმპერატორებისა და იმპერატრიცების ცხოვრებას, შეაბიჯებენ მითების სამყაროში.
8 თვალწარმტაცი მოძრავი ნახატი ვიკინგთა წარმოუდგენელი სამყაროს სამ განზომილებაში სანახავად. თქვენი შვილები ყველა მათ საიდუმლოს გაიგებენ, გაეცნობიან მათ ყოველდღიურ ცხოვრებას, დაესწრებიან დელიკატესებით სავსე დიდებულ ნადიმებს და ყველაზე მამაცი მეომრების მხარდამხარ იბრძოლებენ. ისინი თავს ნამდვილ გმირად იგრძნობენ.
ამ წიგნის საშუალებით, თქვენი შვილები იცურავებენ ნილოსზე, ესტუმრებიან პირამიდებს, ფარდას ახდიან მუმიების საიდუმლოებებს, იმოგზაურებენ ფარაონების ეტლით და მათ საოცარ განძს აღმოაჩენენ.
ახალი წელი ახლოვდება და გიოს ოჯახშიც წინასაახალწლო ფუსფუსი და სამზადისია. მაგრამ რატომაა ბიჭუნა ნაღვლიანი? - გიომ იცის, რომ სადღაც შორს, ცხელი უდაბნოს ერთ-ერთ ქვეყანაში ომია და ამ ომმა ერთ პატარა გოგონას ყველაფერი წაართვა... და ნეტავ, ვინ მიულოცავს მას ახალ წელს? გაინტერესებს, რას მოიფიქრებს გიო, როგორ განახორციელებს ჩანაფიქრს და რით გაახარებს გოგონას? - წაიკითხე „თოვლზე ნაწერი წერილები", აქ საოცარი ამბავი გელოდება სიკეთესა და გულისხმიერებაზე.
თუ გსურთ თქვენმა შვილებმა მეტი შეიტყონ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მთათა სისტემების შესახებ, მაშინ ეს წიგნი უნდა გადაშალონ. ყოველ გვერდზე მოძრავი ნახატები დახვდებათ, ცხოველები და ფრინველები კი მთების შესახებ მოულოდნელი ფაქტებით გააკვირვებენ და იმ ადგილებზე მოუყვებიან, სადაც თავად ბინადრობენ.
რჩეული მითები, კლასიკური თხზულებები, ზღაპრები და ტრადიციული ისტორიები - ეს ყველაფერი თქვენს შვილებს დახვდებათ ულამაზესად ილუსტრირებულ კრებულში, რომელიც გარემომცველი ბუნებისა და წელიწადის ოთხი დროის შესახებ მიმზიდველ და შთამაგონებელ ამბებს მოგიყვება.
შესანიშნავი საბავშვო წიგნების გარდა, “პალიტრა L” გირჩევთ აუცილებლად აჩუქოთ თქვენს შვილებს სამაგიდო თამაში „თოვლის გუნდა“. ის კარგია არა მარტო გონების გასავარჯიშებლად, არამედ ოჯახის წევრებთან ერთად სასიამოვნო დროის გასატარებლად. თამაშში მონაწილეობის მიღება 2-დან 6 წევრს შეუძლია. თოვლის გუნდა რომ არ დადნეს, მოთამაშეებმა მას თოვლის გუნდები უნდა მიუტანონ. ვინც ყველაზე სწრაფად მიუტანს, გამარჯვებულიც ის არის.
R