მონიკა სპირი, ეს ვენესუელელი მსახიობისა და მოდელის სახელი და გვარია, რომელიც კრიმინალებმა 9 წლის წინ მოკლეს. მონიკა 2005 წლის "მის მსოფლიოს" სილამაზის კონკურსში მეოთხე ადგილას გავიდა, მისი სიკვდილის ამბავი კი უდიდეს ტრაგედიად იქცა.
როდესაც მოკლეს, 29 წლის იყო.
მოდელი ყოფილ ქმართან და 5 წლის ქალიშვილთან ერთად მანქანით მგზავრობდა, როცა თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს. ტრაგედიას მხოლოდ მონიკას ქალიშვილი გადაურჩა.
მომხდარს ვენესუელაში ძალადობის, კრიმინალის საწინააღმდეგო საპროტესტო ტალღა მოჰყვა.
ვენესუელაში კრიმინალის მაჩვენებელი მაღალია, აქ ხშირი მკვლელობა, გატაცება, ძარცვა.
ოპოზიციის ლიდერმა და დამარცხებულმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ენრიკე კაპრილესმა Twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ხალხს ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებდა.
აღსანიშნავია, რომ სპირის მკვლელობიდან ერთი თვის შემდეგ, სილამაზის კონკურსის კიდევ ერთი გამარჯვებული, ჯენესის კარმონა მოკლეს - მას ტყვია თავის არეში მოხვდა.
პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო ვენესუელაში დანაშაულის ესკალაციაში ტელესერიალებს ადანაშაულებდათეატრალური ფაკულტეტის ბაკალავრი მონიკა 2008 წელს ბრიტანელ ბიზნესმენზე, ტომას ჰენრი ბერიზე დაქორწინდა. მათ ამავე წელს გოგონა, სახელად მაია შეეძინათ. წყვილი 4-წლიანი ქორწინების შემდეგ გაშორდა ერთმანეთს, მაგრამ როგორც მოგვიანებით გაირკვა, შერიგებას აპირებდნენ.
სპირი თავისუფლად ფლობდა ესპანურ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს. გარდა მოდელობისა, ვენესუელაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსახიობი იყო და არაერთ ტელენოველაში შეასრულა მთავარი როლი.
ქართველი მაყურებელი მას ყველაზე კარგად ტელენოველა "ველური ყვავილიდან" იცნობდა. განაგრძეთ კითხვა