სასაჩუქრე კალათებში 21 სახეობის პროდუქტი იქნება - ვის გადასცემს თბილისის მერია საახალწლოდ სასურსათო კალათებს - მშობლები

სასაჩუქრე კალათებში 21 სახეობის პროდუქტი იქნება - ვის გადასცემს თბილისის მერია საახალწლოდ სასურსათო კალათებს

2023-12-05 11:28:30+04:00

საახალწლოდ თბილისის მერია უფასო სასადილოების ბენეფიციართა მოსარგებლეებისთვის სასურსათო კალათებს გასცემს. თუმცა, თუ უფასო სასარგებლოთი არ სარგებლობთ და ხართ სოციალურად დაუცველი, თქვენივე რაიონის გამგეობას შეგიძლიათ, ინდივიდუალური განცხადებით მიმართოთ და აღნიშნულ განცხადებას განიხილავენ. 1 სულზე 1 სასაჩუქრე პაკეტი გაიცემა - ამის შესახებ თბილისის მერიაში განგვიცხადეს.

1 სასურსათო კალათაში 21 სახეობის პროდუქციაა. კერძოდ:

  • ქათამი
  • ნაღების კარაქი
  • წიწიბურა
  • ბრინჯი
  • ვერმიშელი
  • ჩაი
  • წითელი ღვინო
  • მცენარეული ზეთი
  • შესქელებული რძე
  • კარამელის კანფეტი - 1 კგ
  • შოკოლადი - 1 კგ
  • მაიონეზი
  • ლობიო
  • ხორბლის ფქვილი
  • შაქარი
  • მდნარი ყველი
  • კვერცხი
  • ბარდა
  • თაფლი
  • ხრაშუნა ვაფლი
  • შოკოლადი კარაქი

აღნიშნულ კალათებს უფასო სასადილოების ბენეფიციარები სასადილოში, პერიოდულად მიიღებენ. დარიგება დაახლოებით 25 დეკემბრიდან დაიწყება.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, მიმართოთ თბილისის მერიას ცხელ ხაზზე: 272 22 22

თამარ იაკობაშვილი