12 დეკემბერს მშვილდოსნის ნიშანში ყინულოვანი ახალი მთვარეა. ყინულოვანს უწოდებენ იმის გამო, რომ, როგორც წესი, ამ ღამეს განსაკუთრებით ცივა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა. ახალი მთვარე ახლი ციკლის დასაწყისია. ეს შესანიშნავი დროა, ყველა იმ იდეის განხორციელებაზე იფიქროთ, რაზეც კი გიოცნებიათ. ასტროლოგების თქმით, აღნიშნულ დღეს რაიმე ტრენინგზე, კურსზე დარეგისტრირება, ახალი საქმისა და ბიზნესის, პროექტების შესახებ ფიქრი განსაკუთრებით იღბლიანი და სასარგებლოა და სამომავლოდ, დიდი შანსია, რომ თქვენი გეგმები ზუსტად განხორციელდეს.
მშვილდოსანი ცეცხლის ნიშანია და საოცარი გამბედაობით ხასიათდება. ამიტომაც, ასტროლოგების თქმით, 2023 წლის ბოლო ახალი მთვარე, რომელიც სწორედ მშვილდოსნის ნიშანშია, თამამი და გამბედავი ნაბიჯების გადადგმისთვის შესანიშნავია. შედეგით კმაყოფილი დარჩებით და წარმატებასაც მიაღწევთ.
ახლა შეგიძლიათ, ყველა ის გეგმა, რომლებიც მიუღწევლად გეჩვენებოდათ, რეალისტურად დაინახოთ, რისკის არ შეგეშინდეთ და მოსალოდნელი შედეგი განსაზღვროთ. წლის ბოლო ახალი მთვარე სიახლეებისკენ და წარსულში დატოვებული ურთიერთობებისა და საქმეებისაგან გათავისუფლებისკენ გიბიძგებთ.

თუმცა, ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ ნაჩქარევი, იმპულსური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. ახალი მთვარე მშვილდოსანში სადღესასწაულო სეზონის წინ ნათელ, ოპტიმისტურ და სასიამოვნო ენერგიას შეგმატებთ და მოტივაციას იგრძნობთ.
ყინულოვანი ახალი მთვარე მშვილდოსანში განსაკუთრებულ და იდუმალ ასტროლოგიურ მოვლენად ითვლება. აღნიშნულ პერიოდში თუკი გადაწყვეტთ, რომ რომელიმე მავნე ჩვევისაგან გათავისუფლდეთ, თქვენი ეს გადაწყვეტილება წარმატებით დასრულდება.
რისი გაკეთება არ შეიძლება ახალი მთვარის დროს?
- ახალი მთვარე ახალი იდეებისა და პროექტების დასაგეგმად შესანიშნავი პერიოდია. თუმცა, ასტროლოგები გირჩევენ, რომ ყინულოვანი ახალი მთვარის დღეს ახალ საქმეს ნუ წამოიწყებთ. დაგეგმეთ, მოამზადეთ, მაგრამ შემდგომ დღეებში განახორციელეთ. ასე თქვენი წამოწყება ბევრად უფრო წარმატებული იქნება.
- მოერიდეთ კონფლიქტებსა და კამათს. ყინულოვანი ახალი მთვარის პერიოდში ადამანებისათვსი ნებისმიერი კამათიც კი შესაძლოა, დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს და ემოციურად თავი ცუდად იგრძნოთ. ამიტომაც, უმჯობესია, თუ დროს მშვიდად გაატარებთ, გაისეირნებთ, საყვარელი აქტივობებით დაკავდებით.
- ნუ გადაწყვეტთ მთელი დღის უსაქმოდ გატარებას. ახალი მთვარე მშვილდოსნის ნიშანში ადამიანების განვითარებასა და წარმატებას წაახალისებს. ამიტომ, თუ გსურთ, სამომავლოდ თქვენს ცხოვრებაში დასახული გეგმები და მიზნები შესრულდეს, რაიმე ახლის შესწავლა დაიწყეთ. თუნდაც, ინტერნეტით ახალ ინფორმაციას გაეცანით, ჩაეწერეთ კურსებზე, წაიკითხეთ წიგნი, უყურეთ ვიდეო გაკვეთილებს, მასტერკლასებს და ასე შემდეგ. ამ დღეს თუკი რაიმეს შესწავლასა და გაუმჯობესებას გადაწყვეტთ, სამომავლოდ ეს საქმე განსაკუთრებით გამოგადგებათ.
- ყინულოვანი ახალი მთვარის პერიოდში ადამიანები მომატებულ ემოციურობას გრძნობენ. ამიტომ, ჯობს რადიკალური და იმპულსური გადაწყვეტილებებისაგან თავი შეიკავოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მომდევნო დღეებში შედეგით უკმაყოფილო დარჩეთ.
- უმჯობესია, ამ დღეს მნიშვნელოვანი ფინანსური ოპერაციების განხორციელებისა და დიდი შესყიდვებისაგან თავი შეიკავოთ და მომდევნო დღეებისთვის გადადოთ.
- ნუ ისესხებთ ფულს - შესაძლოა, მომდევნო პერიოდი თქვენთვის ფინანსურად არახელსაყრელი აღმოჩნდეს.

რისი გაკეთება შეგვიძლია 12 დეკემბრის ახალი მთვარის პერიოდში?
- ყინულოვანი ახალი მთვარე ძალების აღდგენისა და თვითგანვითარებისთვის შესანიშნავი პერიოდია. ამიტომაც, დრო საკუთარ თავს დაუთმეთ, ჩაუღრმავდით შინაგან შიშებს და იფიქრეთ იმაზეც, თუ რა გიშლით ხელს ბედნიერებასა და წარმატებაში.
- ახალი მთვარე უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, მომავალზე ვიფიქროთ და აღმოვაჩინოთ გზები, რომლებიც წარმატებამდე მიგვიყვანს.