ბავშვის დაბადების დღეისთვის მშობლები ყოველთვის ცდილობენ შექმნან მისთვის განსაკუთრებული მოგონებები, სავსე სიხარულითა და მაგიით. თუმცა, ამ მნიშვნელოვანი დღესასწაულისთვის იდეალური კონცეფციის არჩევა შეიძლება ნამდვილი გამოწვევა იყოს. თემატური წვეულებიდან დაწყებული საინტერესო გარე თავგადასავლებით დამთავრებული, არჩევანი მართლაც ბევრია.
ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ხუთ საინტერესო იდეას, რომელიც დაგეხმარებათ გახადოთ თქვენი შვილის დაბადების დღე დასამახსოვრებელი და ძალიან მხიარული.
შექმენი მაგია თემატური წვეულებით! ზღაპრის გმირებიდან დაწყებული თქვენი საყვარელი სუპერგმირებით დამთავრებული, თემატური წვეულებები ბავშვებს საშუალებას აძლევს განახორციელონ თავიანთი ოცნებები. დეკორაციები, კოსტიუმები, თამაშები და მენიუ, რომელიც შეესაბამება არჩეულ თემას, დღესასწაულს დაუვიწყარს გახდის. საყვარელ გმირებთან შეხვედრა და მათთან თამაში პატარებს ყველაზე მეტად გაახარებს და ამაღელვებელ ემოციებს დაუტოვებს.
სათავგადასავლო თამაშები, ამერიკული ლაბირინთი, ბატუტი, სასრიალოები და ბურთების აუზი - შესანიშნავი იდეაა 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. შეარჩიეთ აქტივობა ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, რომ დაბადების დღე დაუვიწყარ მოგონებად იქცეს. ექსტრემალური შეგრძნებები ძალიან უყვართ ბავშვებს. სათავგადასავლო თამაშები საშუალებას მისცემს მათ თავი სუპერ გმირად იგრძნონ და ბოლომდე გადაეშვან თამაშის საინტერესო სიუჟეტში. მხიარული აქტივობები კი, როგორიცაა სასრიალოები, ბატუტი და ლაბირინთი, დაბადების დღეს დამატებით სიხალისეს შემატებს.
ბატუტის პარკი შესანიშნავი ადგილია ნათელი და მხიარული დაბადების დღის ორგანიზებისთვის! ბევრი ბატუტის პარკი გვთავაზობს დამატებით გართობას, როგორიცაა თემატური თამაშები, ლაზერების შოუ, საახალწლო ფესტივალი და სპეციალური აქტივობები, რათა დღე უფრო მხიარული და დასამახსოვრებელი გახდეს ყველა სტუმრისთვის. ბატუტის პარკში შესაძლებელია სხვადასხვა სახალისო შეჯიბრებების გამართვა. მხიარული კონკურენცია, ბევრი ხტუნაობა და სასიამოვნოდ დაღლა ბავშვებს მოჭარბებული ენერგიის დასახარჯად საუკეთესო არჩევანი იქნება.
შესანიშნავი არჩევანია მოზარდებისთვის. დაბადების დღის წვეულების გამართვა ბოულინგის და სათამაშო აპარატების თანხლებით, შესანიშნავი გზაა გართობისა და შეჯიბრისთვის! ბოულინგი ქმნის გუნდური თამაშის ატმოსფეროს, სადაც ყველას შეუძლია სცადოს საკუთარი რეკორდის მოხსნა ან მეგობრებთან კონკურენცია.
კოსტიუმირებულ თამაშებში საკმაოდ საინტერესო არჩევანია: საფეხბურთო პროგრამა, დეტექტივები, საიდუმლო ლაბორატორია, მეკობრეები ან მხიარული სტარტები. ასევე, ბავშვების ერთ-ერთი საყვარელი აქტივობა კარტინგებით რბოლაა. უსაფრთხო და ყველა ბავშვის საყვარელი გასართობი იდეალურია შეჯიბრებების მოსაწყობად. ამ ყველაფრით სარგებლობა კი ერთ სივრცეშია შესაძლებელი.
აირჩიეთ იდეა, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება თქვენი შვილის ინტერესებსა და სურვილებს და შექმენით დაბადების დღე, რომელიც მას დიდხანს ემახსოვრება!
R