ბოლო დროს აღარავის უკვირს ორსულების აქტიურობა. თუ წლების წინ იშვიათი გამონაკლისები იყვნენ ორსულები, რომლებიც "ბედავდნენ" ვარჯიშს, ცეკვას, სირბილს და ა.შ., ახლა ეს უკვე ჩვეულებრივი ამბავია.
რუსკა ქარქაშაძე პირველ შვილს ელოდება და ისიც აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს. გარდა იმისა, რომ სწავლა, გადაღებები და სახლის საქმეები აქვს შეთავსებული, წვეულებებზეც ხშირად დადის და ასე აქტიურადაც ცეკვავს. ამჯერად მან და იაკობ ყუფუნიამ მომღერალ ნუცა თოფურიას დაბადების დღისადმი მიძღვნილ წვეულებაზე იცეკვეს და შეკრებილი საზოგადოების დიდი აღფრთოვანებაც დაიმსახურეს.