ჟირაფი ჟოზეს ახალი სათამაშოები და მისი მეგობრები, გრანდიოზული ფასდაკლება და გასართობი პროგრამა - ეს ყველაფერი ჟოზეს მოყვარულებს ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში, „ბიბლუსის საახალწლო ფესტივალზე“ ელოდება. სათამაშოების მაღაზიათა ქსელის „პეპელას“ შეთავაზებები ფესტივალის სტუმრებისთვის მართლაც გრანდიოზული და შთამბეჭდავია.
როგორც ჟირაფი ჟოზეს შემქმნელი გიორგი მარშანია განმარტავს, ფესტივალზე მისულ ბავშვებს განსაკუთრებული სიახლეები დახვდებათ.
„სიახლეები ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ გვეყოლება 2 ახალი მომღერალი ჟოზე. ახალი დიზაინები ძალიან ლამაზი და საყვარელია. ასევე, პირველად გვეყოლება მომღერალი ჟოზეფინა, რომელშიც მხოლოდ ის სიმღერებია თავმოყრილი, რომლებსაც ჟოზეფინა მღერის დამოუკიდებლად ან ჟოზესთან დუეტში. განსაკუთრებული სიახლეა დიდი ზომის, 65 სმ-იანი ჟირაფი ჟოზე. დარწმუნებული ვარ, პატარებს ძალიან გავახარებთ ჟოზეს მეგობრებითაც. ფესტივალზე მათ შეეძლებათ შეიძინონ პატარა ზომის სპილო პიო, მაიმუნი მამინი და კურდღელი დუდუნა. ამიერიდან პატარა სათამაშოების მთელი კოლექციის შეგროვებას შეძლებენ. აღნიშნულ სიახლეებს კი მათ თავად ჟირაფი ჟოზე და მისი მეგობრები წარუდგენენ“, - განმარტავს გიორგი მარშანია.
თავად ფესტივალი 7 დეკემბერს დაიწყება და 10 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჟოზეს სრულ ასორტიმენტზე იმოქმედებს 𝟒𝟎%-იანი ფასდაკლება და დამატებით 𝟑𝟎%-იანი ქეშბექი თიბისის VISA ბარათით გადახდისას.
„და ეს ყველაფერი არ არის. მხოლოდ 𝟕 დეკემბერს, 11:00 საათიდან პირველ 100 მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ჟოზეს მუსიკალური სათამაშო მხოლოდ 21.90 ლარად შეიძინოს. მოცემულ ფასზე ასევე იმოქმედებს 𝟑𝟎%-იანი ქეშბექი თიბისის Visa ბარათით გადახდისას. უპირობო და გრანდიოზული შეთავაზება გვინდოდა გაგვეკეთებინა, რადგან პირველად ტარდება „ბიბლუსის საახალწლო ფესტივალი“ და „პეპელაც“ პირველად არის წარმოდგენილი მსგავსი მასშტაბის საახალწლო ღონისძიებაზე, - აღნიშნავს „პეპელას“ მარკეტინგის მენეჯერი გუსა დედანაშვილი.
9 დეკემბერს, 14:00 საათზე კი „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, დაიწყება გასართობი პროგრამა ჟოზესა და მის მეგობრებთან ერთად, რომელიც ერთ საათზე მეტი გაგრძელდება. ბავშვებს შეეძლებათ ეთამაშონ ჟოზეს, იმღერონ მასთან ერთად და გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები.
„ბიბლუსის საახალწლო ფესტივალი“ „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, 7 დეკემბერს, 11:00 საათზე დაიწყება და 10 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
#საახალწლოფესტივალი #Visa #თიბისი #ბიბლუსი #ბიბლუსიჯგუფი #ბიბლუსისსაახალწლოფესტივალი #პეპელა #ჟოზე
R