„წარმატებულ პიროვნებებზე წიგნების კითხვისას ბავშვი საკუთარ თავშიც ეძებს იმ ძალას, რომ თავადაც გახდეს მისაბაძი ადამიანი“ - ლადო აფხაზავა „მაკდონალდსის“ ახალ გამოწვევებზე და არამარტო მასზე
„მაკდონალდსის“ გემრიელ მენიუზე არაერთი თაობა გაიზარდა. ამ ბრენდის გახსენებაზე, პირველ რიგში ბავშვები გვახსენდება, რომლებიც ფერადი ბუშტებითა და ჰეფი მილის ჯადოსნური ყუთებით, მუდმივად ჟრიამულობენ „მაკდონალდსის“ სივრცეებში. ჰეფი მილი რომ ბავშვების რჩეული მენიუა, ამას უამრავი კვლევა და გამოკითხვა ადასტურებს. ჯადოსნურ ყუთებში აღმოჩენილი სათამაშოების კოლექციები ბევრ ოჯახში ინახება.
„მაკდონალდსის“ გუნდი მუდმივად ორიენტირებულია, პროგრესზე, ინოვაციებზე. 2019 წლიდან ჯადოსნურ ყუთებში ბავშვებს სათამაშოს გარდა, წიგნიც შეუძლიათ აირჩიონ. ახალ სერიაში „პატარები დიდი ოცნებებით“ სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანების ცხოვრება ბავშვებისთვის გასაგებ ენაზეა მოწოდებული. ჰეფი მილში აღმოჩენილი ამ სერიის წიგნები ბავშვს წიგნებთან აახლოვებს, და მოტივაციას უჩენს, იოცნებოს, დიდი მიზნები დაისახოს და ბევრი იშრომოს წარმატებისთვის. ჰეფი მილის წიგნებს საზოგადოების მხრიდანაც დიდი ინტერესი და ჩართულობა მოყვა. ქვეყნის მასშტაბით უამარავ რესტორანში ხშირად წააწყდებით წიგნებში თავჩარგულ ბავშვებს, რომლებიც გემრიელი მენიუს დაგემოვნების შემდეგ ინტერესით კითხულობენ დიდი ადამიანების წარმატების ისტორიებს.
მსოფლიოს 10 საუკეთესო მასწავლებელთა რიგებში შესული ქართველი პედაგოგი, ლადო აფხაზავა, ამ ინიციატივას დიდ მხარდაჭერას უცხადებს და თვლის, რომ ეს ყველაფერი დიდ გავლენას მოახდენს ბავშთა წიგნიერებაზე და გაუადვილებთ წარმატებული ნაბიჯები გადადგან ცხოვრების დიდ ასპარეზზე.
ლადო აფხაზავა:
- როდესაც ბავშვი საკვებად მიდის და იქ სიუპრიზს ელოდება, ეს ძალიან კარგია. ბავშვისთვის ეს ახალ აღმოჩენებთან არის დაკავშირებული და თუ ამ სიურპიზში წიგნსაც აღმოაჩენს, ის ამას აუცილებლად წაიკითხავს. ამ დროს მას გაცნობიერებული აქვს, რომ ეს წიგნი საჩუქრის სახით მას ეკუთვნის და დიდი ინეტერესით კითხულობს.
- ამ დროს ბავშვი საოცარ უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებს. როდესაც ბავშვი თამაშშია ჩართული ბევრ რამეს სწავლობს, მათ შორის საკუთარ შეცდომებზეც. ბავშვი ამ დროს ხვდება რა არის კარგი, როცა გაბრაზებულია, როცა მხიარულია თუ როცა დაკვირვებულია. თამაშში ნასწავლ ტექნიკებს მომავალში ის ბევრ რამეში იყენებს, ამიტომ ბავშვისთვის აუცილებელია თამაში და მითუმეტეს თამაშთან ერთად ცოდნის მიღებაც.
- ასეთი წიგნების კითხვისას ბავშვი საკუთარ თავშიც ეძებს იმ ძალას, რომ თავადაც გახდეს მისაბაძი ადამიანი. ძალიან კარგი ჟესტია, როდესაც ბავშვებს წარმატებული ადამიანების ცხოვრებას ვაცნობთ. მითუმეტეს, თუ ეს ისტორია მისთვის გასაგებ ენაზე და ილუსტრაციებით არის მიწოდებული. ამგვარი წარმატებული ისტორიების კითხვა ბავშვს აუცილებლად წაიყვანს სწორი მიმართულებით. წარმატებული ადამიანების ცხოვრების გაცნობა, ბავშვებისთვისაც შთაგონების წყარო ხდება. წაკითხული ისტორიები შემდეგ ქმედით ქცევაში გადააქვთ.
- მამაჩემსაც არ უყვარდა კომუნისტები და მახსოვს ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც მარო მაყაშვილის ისტორია წავიკითხე. ეს ადამიანი გახდა ჩემთვის მისაბაძი და სულ ვამბობდი, ქალმა თუ ამხელა სიძლიერე ჰპოვა, შენც უნდა იყო ძლიერი და შენი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე უნდა გააკეთო. მარო მაყაშვილი დარჩა ჩემთვის როლური მოდელი. მართალია მისი ისტორია ძალიან ტრაგიკულად დასრულდა, მაგრამ ვთვლი, რომ ის მაინც გამარჯვებულია. დედაჩემი სულ მეუბნებოდა რომ ილია ჭავჭავაძეზე დიდი ქართველი არ გვყოლიაო და როცა გაიზრდები აუცილებლად უნდა წაიკითხო მისი ცხოვრება და შემოქმედებაო. ერთი სული მქონდა, როდის გავიზრდებოდი, რომ წამეკითხა ილიას ნარკვევები. მართლა მოხიბლული დავრჩი ამ დიდი ადამიანის ისტორიით.
- კი, ეს მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ბავშვისა და წიგნის დამეგობრებაში. როდესაც ბავშვი, ჯადოსნურ ყუთში, საკვებთან ერთად წიგნს აღმოაჩენს, ის ძალიან ინტერესდება, მერე წიგნის მაღაზიებისკენაც გამოხატავას სურვილს. ასეთი ფორმით მიწოდებულ წიგნს ბავშვი გასართობ აქტივობას უკავშირებს. მაგალითად, ჩემი ბავშვები ყოველთვის კითხულობენ იმ წიგნებს, რომლებასც ვჩუქნი და ვუწერ რომ ეს მათ ეკუთვნით. ის წიგნები, რომელიც უბრალოდ დევს თაროზე და მათი არ არის, არ აქვთ წაკითხული. ამიტომ ბავშვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს წიგნის ჩუქებას.
R