"ამ ყველაფერს მალე მოჰყვება მრავალი სამშობიარო სახლის დახურვა და ე.წ. "დიდი ჯიბეების" დაკერება თეთრ ხალათებზე" - ასოციაცია სამშობიარო სახლების DRG სისტემაზე გადასვლაზე. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა და საკეისრო კვეთა, ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაფინანსება მოიცავს არჩევით ექიმის აყვანისა და გაუტკივარების საფასურს, ასევე, მედიკამენტების, კვების, პალატის, სხვა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯს. შესაბამისად, პაციენტს თანხის გადახდა არ მოუწევს.
"DRG მოდელით მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მომსახურების ტარიფები, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, 1 222 ლარით განსაზღვრა. რაც შეეხება ჩვენების გარეშე, პაციენტის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებულ საკეისრო კვეთას, ან ე.წ. VIP პალატის მომსახურებას, აღნიშნული სერვისები სახელმწიფოს მიერ არ ფინანსდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაცია აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სადაც ნათქვამია, რომ ამ ყველაფერს მალე მოჰყვება მრავალი სამშობიარო სახლის დახურვა და ე.წ. "დიდი ჯიბეების" დაკერება თეთრ ხალათებზე.
ასოციაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"სამშობიარო სახლების DRG სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია: მშობიარობა და საკეისრო კვეთა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ 1 221.92 ლარით.
დაფინანსების თანხა გაიზარდა, რადგან აქამდე 500 ლარით ფინანსდებოდა ფიზიოლოგიური მშობიარობა და 800-ით საკეისრო კვეთა. ეს დადებითი და პოზიტიური საკითხია სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა ამას თან მოჰყვა გარკვეული საკითხები, რაც იპყრობს ჩვენს ყურადღებას. მაგალითად, გაუქმდა პერსონალური ექიმის აყვანის საშუალება. ყველა ორსული ვალდებულია იმშობიაროს ან გაიკეთოს საკეისრო კვეთა მორიგე ბრიგადაში. განაგრძეთ კითხვა