საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებებით, მიმდინარე წელს მოქალაქეებს კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული 621 972 ათასი ლარი ჩამოეწერათ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სემეკი აქვეყნებს.
თუკი თვლით, რომ ბუნებრივი აირის, დენისა და წყლის ზედმეტად დიდი გადასახადი მოგივიდათ და გსურთ, პრობლემის შესახებ გაარკვიოთ, შეგიძლიათ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს მიმართოთ.
შესაბამისი განცხადებების ფორმები იხილეთ ბმულზე.
განცხადება შეგიძლიათ, გააგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: mail@gnerc.org, ან ადგილზე მიიტანოთ.
როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განგვიცხადეს, სტანდარტულად, განცხადების განხილვის თარიღი 2 თვეა. თუმცა შესაძლოა, განხილვა იქამდეც დასრულდეს, ან კიდევ დამატებითი დრო დასჭირდეს. ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, რომ თქვენ იმაზე მეტი გადასახადი მოგივიდათ, ვიდრე რეალურად მოიხმარეთ, თანხა ანგარიშზე უკან დაგიბრუნდებათ.
თამარ იაკობაშვილი