ტელეწამყვანი და ბიზნესმენი ირაკლი მაქაცარია უკვე არაერთი წელია, რაც აქტიურად ჩანს ტელეეკრანებზე. ის სხვადასხვა პროექტის მონაწილის, ჟიურისა და წამყვანის ამპლუაში არაერთხელ მოგვევლინა და საზოგადოებას თავი მალევე შეაყვარა. რამდენიმე წლის წინ ცნობილი გახდა, რომ ირაკლი შეყვარებული იყო, მისი რჩეული კი ცნობილი ექიმების, ქეთი ასათიანისა და გიორგი ჩიჩუას ქალიშვილი ლიზა ჩიჩუაა.
ირაკლი მაქაცარიამ ლიზა ჩიჩუას შესახებ „დღის პოსტსში" ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის დედობასა და სწავლას ერთმანეთს შესანიშნავად უთავსებს:
"როგორი მამა ვარ, ჩემს თავზე ვერ ვისაუბრებ, ძალიან რთულია სიტყვებით აღვწერო ეს გრძნობა. სამყარო სულ სხვა ფერებით დავინახე. რაც შეეხება ლიზას, ძალიან ყოჩაღია. იყო ახალგაზრდა დედა, თან სწავლობდე სამედიცინოზე, თან ასწრებდე ყველაფერს, ყურადღებას ყველას მიმართ, ლიზა არის არაჩვეულებრივი…" - ამბობს ირაკლი მაქაცარია.