ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა პალიტრანიუსის ეთერში რამდენიმე რჩევა მისცა მაყურებელს, თუ როგორი რიტუალებით უნდა შეხვდნენ დრაკონის წელს. როგორ ჩავიფიქროთ სურვილები, რას ვერიდოთ და რა უნდა მიიტანოს მეკვლემ, როცა ოჯახში მიდის.
"აიღეთ ორი ფერადი სანთელი, მწვანე, ყვითელი ან ნებისმიერი ფერის. ახალი წლის მოსვლამდე 15-20 წუთით ადრე დაანთეთ. პირველი სანთლით მადლობას ვუხდით წინა წელს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს წელი კარგი იყო თუცი. თუ ცუდი იყო, მან წაიღო კიდეც ეს ცუდი და ახლა კარგს მოგიტანთ. ამიტომ მადლობა გადაუხადეთ. მეორე სანთელს აუცილებლად ჩაუთქვით სურვილები. საახალწლო ღამე ჯადოსნური ენერგიების მქონე ღამეა, რის გამოც ამ დროს ჩაფიქრებული სურვილები მართლაც სრულდება.
მოგეხსენებათ, წყლის სტიქია ასაზრდოებს ხის სტიქიას - მომავალი წლის მთავარ სიმბოლოს. ამიტომ ჯამში წყალი ცავასხათ და ესეც გვქონდეს მაგიდაზე. ავიღოთ რამე ხის ნაკეთობა, წყლიანი ჯამი და მათშორის მოვატავსოთ სამი სიმბოლო: კატა, კურდღელი და დრაკონი. წინ ორლარიანი დავუდოთ. ან 2 ერთლარიანი და ჩაუთქვით სურვილები, რა გინდათ, რომ მომავალ წელს მოხდეს, მათ შორის, ფინანსური კუთხით.შეგიძ₾იათ ორი სურვილი ჩაუთქვათ და ეს სიმბოლოები დილამდე ასე დატოვეთ.
დლით ლარიანები მაგიდიდან ავიღოთ, ჩავდოთ საფულეში და ნახევარი წლის განმავლობაში ვატაროთ. დაახლოებით ივნისისთვის გამოვიყენოთ. შეგიძლიათ სახლშიც შეინახოთ, მაგრამ წლის მეორე ნახევარში აუცილებლად უნდა გამოიყენოთ.
კვების კუთხით შეზღუდვა არ გვაქვს. დრაკონისთვის ყველაფერი მისაღებია. ამიტომ შეგიძლიათ მამა-პაპური სუფრაც გაშალოთ და ეგზოტიკურიც. სამაგიეროდ, ფეირვერკებთან სიფრთხილეს გირჩევთ, რადგან ხის სტიქიაა, პატარა ცეცხლმაც კი სახლში, შეიძლება ოჯახს წლის განმავლობაში დიდი პრობლემები მოუტანოს.
მეკვლე ენერგიული, ინიციატივიანი ადამიანი უნდა იყოს, კეთილშობილი, თუმცა, სადაც საჭიროა, მებრძოლი სულისკვეთების. მეკვლემ უნდა მოიტანოს 2 ცალი მანდარინი, 2 ლიმონი, 2 ბროწეული ან ფორთოხალი და რა თქმა უნდა, ტკბილეული.