ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ყველაფერი სიხარულითა და ხალისით ივსება. განსაკუთრებული საახალწლო განწყობა „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში 7 დეკემბრიდან სუფევს - „ბიბლუსის საახალწლო ფესტივალმა“ ყველა ასაკის ადამიანი გააერთიანა და გრანდიოზულ დღესასწაულად იქცა.
დღეს დილიდან, ფესტივალს უამრავი ხალხი ეწვია. მათ შორის, ძალიან ბევრი ბავშვი, რადგან ისინი მოუთმენლად ელოდნენ თავის საყვარელ გმირთან - ჟირაფ ჟოზესთან შეხვედრას.
ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანახაობა 9 დეკემბერს, გასართობი პროგრამა იყო, რომელსაც ბავშვების ყველაზე საყვარელი პერსონაჟები - ჟირაფი ჟოზე, ჟოზეფინა და მათი მეგობარი გმირები უძღვებოდნენ. ეს მხიარული პერსონაჟები ღონისძიების გამორჩეულ ეპიზოდად იქცა და მიიპყრო არა მხოლოდ ბავშვების, არამედ უფროსების ყურადღებაც.
ჟირაფმა ჟოზემ და მისმა მეგობრებმა შექმნეს საოცრად სახალისო ატმოსფერო მხიარული თამაშებით. ბავშვები ბოლომდე ჩაერთნენ აქტივობებში და იღებდნენ ფოტოებს საყვარელი პერსონაჟების გარემოცვაში.
„ჟოზესთან შეხვედრამ ჩაიარა ისე, როგორც ყოველთვის. ძალიან ბევრი ბავშვი, ძალიან ბევრი ჩახუტება, ძალიან ბევრი სიყვარული, ძალიან ბევრი ფოტოს გადაღება და ბევრი „ყვითელი ბედნიერება“. ჩვენთვის „პეპელა“ ძალიან მსხვილი და კარგი პარტნიორი და მეგობარია, გვიხარია მათთან ერთად ასეთ საზეიმო პროექტებში მონაწილეობის მიღება. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა ის, რომ ამ ფესტივალზე ძალიან ბევრი სიახლე შევთავაზეთ ჟოზეს მაყურებელს: გიგანტური ჟოზეები, ისეთი როგორიც აქამდე არ არსებობდა, ჟოზეფინას მომღერალი სათამაშო, განახლებული ჟოზეს მომღერალი სათამაშოები და სხვა გმირებიც, რომლებსაც ისინი ითხოვდნენ. „ბიბლუსის საახალწლო ფესტივალმა“ ძალიან კარგი ფასდაკლებები და აქციები წარმოადგინა, რამაც ბევრს მისცა შესაძლებლობა, ჰქონდეთ ჟოზეს სათამაშოები და გააგრძელონ მათთან მეგობრობა.“ - აღნიშნავს ჟირაფი ჟოზეს შემქმნელი და სტუდია „ველოსიპედის“ დამფუძნებელი, გიორგი მარშანია.
ჟოზეს მხიარული პროგრამის შემდეგ, სცენაზე წარსდგა გორის ქალთა და ბავშვთა გუნდი, რომელთა გამოსვლამ დამსწრე საზოგადოების დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა. პავილიონში შეხვდებოდით „პონტოს“ 6 გმირს, თოვლის ბაბუსა და გუნდას, რომლებიც ეთამაშებოდნენ პატარებს და მათთან ერთად ფოტოებს იღებდნენ. ასევე, იყო ფლეიდოჰის აქტივობა, ილუზიონისტი, სახის მოხატვა, კრაფტის აქტივობა, „პეპელას“ და „იქსესის“ მასკოტები.
„ბიბლუსის საახალწლო ფესტივალი“ არ არის მხოლოდ საახალწლო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვის ადგილი, სადაც ბევრი კომპანიაა წარმოდგენილი გამორჩეული, საახალწლო პროდუქციითა და დიდი ფასდაკლებებით, არამედ ასევე არის სიხარულის ნამდვილი დღესასწაულიც. აქ დაგხვდებათ საოცარი ატმოსფერო, ღონისძიების შესანიშნავი ორგანიზებით.
დღევანდელმა პროგრამამ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები და ღიმილი დატოვა ბავშვებისა და მოზრდილების სახეებზე. შეგახსენებთ, რომ ფესტივალის დასრულებამდე დარჩა მხოლოდ ერთი დღე. იჩქარეთ, გაატაროთ დაუვიწყარი დრო, ისარგებლოთ საუკეთესო შეთავაზებებით და მოიმარაგოთ საახალწლო საჩუქრები ოჯახისა და მეგობრებისთვის.
ცნობისთვის, „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში მასშტაბური ღონისძიება, „ბიბლუსის" საახალწლო ფესტივალი“ 7 დეკემბერს გაიხსნა. ფესტივალში შემდეგი კომპანიები მონაწილეობენ: „ბიბლუსი“, „პეპელა“, “XS სათამაშოები“, „პალიტრა L”, “მინისო“, „კოსმო“, „ბადაგი“, „ჩიკორი“, „მულტი“, OLD SUPHRA, „ბაბალე“, „პრინტარეა“, „მანსარდი“, „ჩიკიტაი“ და „კესანე“.
რაც შეეხება ფასდაკლებებს, "ბიბლუსი ჯგუფის“ კომპანიებში: "ბიბლუსის“, „პეპელას“, „XS სათამაშოების“ სრულ ასორტიმენტზე მომხმარებლები 40%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ. დამატებით "თიბისის" Visa სადებეტო ბარათით გადახდის შემთხვევაში, ქეშბექის სახით მომენტალურად თანხის 30% უბრუნდებათ. ამასთან, განსაკუთრებული შეთავაზებები აქვთ ფესტივალში მონაწილე სხვა კომპანიებს. „ბიბლუსის" საახალწლო ფესტივალი“ 7-10 დეკემბერს „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, 11:00 საათიდან 22:00 საათამდე გაგრძელდება.
R