ცნობილი ფეხბურთელი და მწვრთნელი თემურ ქეცბაია თათია შარანგიას სტუმრობდა გადაცემაში, სადაც ბევრ ცხოვრებისეულ მომენტზე ისაუბრა, მათ შორის იმაზე, თუ როგორ მოხვდა სპორტულ სკოლაში:
"მე-6 კლასში ვიყავი, როცა თბილისში, სპორტულ სკოლა ინტერნატში ჩამიყვანა მამაჩემმა. იქ სინჯები იყო, სადაც თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინე, მაგრამ გარკვეული თანხა იყო გადასახდელი... მაშინ მამაჩემს ჰყავდა მოტოციკლეტი, რომელიც შვილივით უყვარდა და მოუწია ამ მოტოციკლეტის გაყიდვა...
ამას როგორ დავივიწყებდი, რა თქმა უნდა შვილისთვის ყველაფერს გააკეთებ, მაგრამ მარტო მე არ ვიყავი, ჩემს გარდა 3 შვილი ჰყავდა მამაჩემს... ორი ძმა და ერთი და... მთელი ჩემი ცხოვრება ეს მახსოვდა და ეს იყო ჩემი სტიმული, რომ გამეკეთებინა მაქსიმუმი, მამაჩემის იმედი რომ გამემართლებინა..."