ცნობილი მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი ლელა წურწუმიას სტუმრობდა და ბევრ სხვა თემასთან ერთად, ისაუბრა მეუღლესთან - თემურ ბადრიაშვილთან ურთიერთობაზე, დიდ განუყოფელ სიყვარულზე და ბოლო რთულ წლებზე. ბოლო 6 წელი მისი მეუღლე მძიმე სენს ებრძოდა. „4 წელი გავიდა, რაც გარდაიცვალა... ბოლო 6 თვე რეანიმაციაში იყო, ხან აქ, ხან - თურქეთში. უმძიმესი პერიოდი იყო... თვლიდა, რომ შემეძლო, გადამერჩინა. მეც სულ ვიბრძოდი. ხან ექიმებს ვებრძოდი, ხან დაავადებას... როცა ექიმებიც დავაჯერე, რომ გადავარჩენდი და მეც დავიჯერე ეს, მაშინ გარდაიცვალა..."