რას ნიშნავს "მანდარინმა აწყინა", რამდენი ცალი შეიძლება დღეში და რით არის მანდარინი ძალიან სასარგებლო ხილი ზამთარში - მშობლები

რას ნიშნავს "მანდარინმა აწყინა", რამდენი ცალი შეიძლება დღეში და რით არის მანდარინი ძალიან სასარგებლო ხილი ზამთარში

2023-12-13 09:55:58+04:00

მანდარინი ძალიან დასაფასებელი ხილია ზამთრის სეზონზე. ის სწორედ მაშინ მწიფდება, როცა განსაკუთრებულად გვჭირდება ვიტამინები - ზამთარში! კიდევ ერთი შესაშუარი თვისება აქვს - მისი დაძალება ბავშვისთვის არასდროს დაგჭირდებათ, რადგან ყველას უყვარს.

რა სარგებლობა აქვს მანდარინს

მანდარინი ფიტონციდების, ბუნებრივი ანტიბიოტიკების წყაროა, რომელთაც ვირუსებისა და ბაქტერიების განადგურება შეუძლიათ.

ზამთრის პირობებში მანდარინი ვიტამინების ნამდვილი საბადოა, ის დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას ანუ C ვიტამინს შეიცავს. გარდა იმუნურ რეაქციებში მონაწილეობისა, ის აძლიერებს კოლაგენის სინთეზს, რომელიც აუცილებელია ღრძილების, სისხლძარღვების, ძვლების და კბილების ზრდისა და აღდგენისათვის; აუმჯობესებს ორგანიზმის მიერ რკინის ათვისებას; აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას.

ასკორბინის მჟავას გარდა, მანდარინი დიდი რაოდენობით B ჯგუფის ვიტამინებს, კალიცუმს, ფოფსორს, კალიუმს შეიცავს. და კიდევ, ის ზამთარში D ვიტამინის ბუნებრივი წყაროა.

ეს მზისფერი ციტრუსი აქტიურ ფლავონოიდებს შეიცავს, რომელებიც სისხლის წითელი უჯრედების წარმოქნას უწობენ ხელს, ზრდიან კაპილარების ელასტივობასა და კედლის სიმტკიცეს.

რამდენი მანდარინია დაშვებული ბავშვისთვის დღეში?

დაწყებითი კლასების ბავშვის ნორმა დღეში ორი მანდარინია, ერთ წლამდე ბავშვებისთვის კი ციტრუსების მიცემა რეკომენდებული არ არის.

ყველაზე ჯანსაღი პროდუქტიც კი შეიძლება საზიანო იყოს, თუ ჭარბად მიირთმევთ. ერთი წლის ასაკიდან შეგიძლიათ პატარას დღეში მანდარინის ერთი ლებანი აჭამოთ. სამი წლის ბავშვს ნახევარი მანდარინიც შეგიძლიათ მისცეთ. უფრო მოზრდილებს და სკოლამდელ ბავშვებს მთელი მანდარინი შეუძლიათ შეჭამონ. უმცროსკლასელებს დღეში ორი მანდარინიც არ აწყენთ.

თუ მანდარინის მიღებისას კანზე გამონაყარი გაჩნდა, ეს ციტრუსის ჭარბად მიღების სიგნალია. მანდარინი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ციტრუსი, ზრდის მადას. ამიტომ საღამოს მისი ჭამა რეკომენდებული არ არის.

„მოზრდილი ადამიანისთვის მანდარინის ნორმა დღეში ხუთამდე შეიძლება გაიზარდოს. მიზანშეწონილია ისინი მთელ დღეზე გაანაწილოთ და ერთბაშად არ მიირთვათ. გასათვალისწინებელია, რომ რაც უფრო ტკბილია მანდარინი, რაც მეტ შაქარს შეიცავს, მით უფრო მაღალია მისი გლიკემიური ინდექსი, რაც ნიშნავს, რომ პორცია ნაკლები უნდა იყოს.

საფრთხე მანდარინისგან

საკმაოდ ბევრი მშობელი ჩივის, რომ მანდარინმა ბავშვს "აწყინა". ამ დროს, როგორც წესი, კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებს გულისხმობენ. საქმე ისაა, რომ რატომღაც მანდარინის, ისევე როგორც ბანანის, გარეცხვა ბევრ ოჯახში მიღებული წესი არ არის. შესაბამისად, დაბინძურებული ხილის გაფრქცვნისას ბაქტერიები რბილობზეც ხვდება და ინტოქსიკაციას იწვევს. ამიტომ მანდარინი, ისევე როგორც ვაშლი თუ მსხალი, აუცილებლად უნდა გაირეცხოს.

ერთი ფორთოხალი ან სამი მანდარინი დღეში C ვიტამინის მისაღებად საკმარისია... თუ ადამიანი ავად გახდა, და მერე ვიტამინების მიღებას გავლენის მოხდენა აღარ შეუძლია - ბიძინა კულუმბეგოვი იმუნიტეტზე
რა ასაკიდან გავასინჯოთ ბავშვს მანდარინი და რა საფრთხეს შეიცავს მისი დიდი რაოდენობით მიღება
როდის წყენს მანდარინი ბავშვს და როდის არის ის სასარგებლო