თანკბილვა ზედა და ქვედა ყბების შეთანასოვნებაა კბილების მაქსიმალური კონტაქტების პირობებში. სწორი თანკბილვის აუცილებელი პირობაა ყბა-კბილთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირება. სამწუხაროდ, პედიატრიულ სტომატოლოგიაში ყველაზე ფართოდ გავრცელებული პრობლემა სწორედ თანკბილვის ანომალიებია.
რა უნდა ვიცოდეთ არასწორი თანკბილვის შესახებ ბავშვებში, მიზეზებსა და მკურნალობის მეთოდებზე გვესაუბრება კლინიკა ZARA DENT-ის ორთოდონტი თამთა სიჭინავა.
- ორთოდონტთან პირველი ვიზიტი უნდა მოხდეს 5-6 წლის ასაკში. ძალიან ბევრი ყბა-კბილთა სისტემის ანომალია ყალიბდება ბავშვთა ასაკში. მნიშვნელოვანია საჭიროების შემთხვევაში თანკბილვის კორექცია დავიწყოთ დროულად,რათა ხელი შევუწყოთ ბავშვის ნორმალურ განვითარებას.
- როგორ სუნთქავს ბავშვი, ცხვირით თუ პირით. 5-6 წლის ასაკში პირით სუნთქვის მთავარი მიზეზი ადენოიდებია, ამიტომ აუცილებელია ოტო-რინო-ლარინგოლოგის კონსულტაცია. მშობელი უნდა დააკვირდეს, ხომ არ აქვს ბავშვს დარღვეული ყლაპვის ფუნქცია (ყლაპვის ინფანტილური ტიპი, ენის არასწორი მდებარეობა ყლაპვის დროს) , ან მავნე ჩვევები (თითის წოვა, ტუჩის წოვა და სხვა.) ერთ-ერთი საყურადღებო მიზეზთაგანია ასევე, სარძევე კბილების ადრეული დაკარგვა. (ამ შემთხვევაში აუცილებელია ორთოდონტთან ვიზიტი,დაკარგული კბილის ადგილას სივრცის შესანარჩუნებლად). ესენია ყველაზე გავრცელებული მიზეზები ყბა-კბილთა ანომალიების ფორმირებისას ბავშვებში.
- არასწორ თანკბილვის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი გავლენა გენეტიკურ წინასწარგანწყობას; თუმცა, მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ლოყის ან ტუჩის კვნეტა, ტრამვა, ბრუქსიზმი, პაროდონტის ქსოვილის დაავადებები და სხვა.
-პაციენტის დიაგნოსტირება ხდება კლინიკურად და ტარდება ასევე დამატებითი კვლევები, როგორებიცაა: კომპიუტერული ტომოგრაფია, ტელერენტგენოგრამა, ფოტოპროტოკოლის ჩატარება. ეს ის ძირითადი კომპონენტებია რაც აუცილებელია პაციენტის სწორი დიაგნოზის დასასმელად.
- ბავშვთა ასაკში თანკბილვის პათოლოგიების სამკურნალოდ გამოიყენება სხვადასხვა აპარატები. ფირფიტა-ბავშვთა ასაკში თანკბილვის კორექციის კლასიკური საშუალებაა. ფირფიტა არის მოსახსნელი აპარატი რომლის ბაზას წარმოადგენს პლასტმასი და შედგება მექანიკური ელემენტებისაგან. აქტიურად გამოიყენება ასევე, ექსპანდერი- ზედა ყბის გასაფართოებელი მოუხსნელი კონსტრუქცია. ექსპანდერი საშუალებას გვაძლევს ბავშვთა ასაკში გავაფართოვოთ ზედა ყბა და მუდმივ კბილებს შევუქმნათ სივრცე.და ბოლოს, რა თქმა უნდა, ბრეკეტ-სისტემები- ლიგატურული და თვითლიგირებადი ბრეკეტი, ასევე რეტენციული-შედეგის შემანარჩუნებელი აპარატები.
- თანკბილვის ანომალიების პრევენციისათვის, აუცილებელია ბავშვის მყარ კვებაზე გადაყვანა დროულად, მავნე ჩვევების აღმოფხვრა, სარძევე და მუდმივი კბილების დროული მკურნალობა. ისევე როგორც ჯანმრთელობის სხვა ნებისმიერი პრობლმების შემთხვევაში, ადრეული შეფასება გადამწყვეტია კბილთა პათოლოგიური შეთანასოვების დასადგენად, პრევენციული მანიპულაციებისა და ეფექტური მკურნალობის უზრუნველსაყოფად.რაც უფრო ადრეულ სტადიაზე მოხდება ორთოდონტიული მკურნალობის დაწყება,უფრო მარტივად იქნება შესაძლებელი თანკბილვის ანომალიის გამოსწორება. კლინიკა Zara Dent ჩვენს პატარა პაციენტებს სთავაზობს კომფორტულ და მეგობრულ გარემოს, ასევე უმაღლესი ხარისხის მასალებს, რაც ექიმის კვალიფიკაციასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ეფექტური შედეგისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას!
R