14 რამ, რაც ახალი წლის საღამოს არ უნდა გააკეთოთ, თუ არ გსურთ, რომ წარმატებისა და ბედნიერების შანსი არ დაკარგოთ - მშობლები

14 რამ, რაც ახალი წლის საღამოს არ უნდა გააკეთოთ, თუ არ გსურთ, რომ წარმატებისა და ბედნიერების შანსი არ დაკარგოთ

2023-12-15 12:20:47+04:00

ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს, ალბათ, ბევრი ადამიანი სიხარულით ელოდება და ცდილობს, დადებითი განწყობაც შეიქმნას. არსებობს სხვადასხვა წარმოდგენა, თუ როგორ უნდა ჩაიფიქროთ სურვილები, რომ მომდევნო წელს ოცნებები აგისრულდეთ და მიზნებს მიაღწიოთ. არაერთი რიტუალის შესახებ ჩვენ უკვე მოგიყევით. თუმცა, არსებობს გარკვეული წესები, რომლებიც ახალი წლის ღამეს არ უნდა დაარღვიოთ, თუ გსურთ, რომ წარმატების შანსი ხელიდან არ გაუშვათ. დღეს სწორედ 15 მთავარი აკრძალვის შესახებ მოგიყვებით:

არ შეხვიდეთ სახლში მარცხენა ფეხით

ხშირად, როდესაც დღე წარუმატებელია, ადამიანები ამბობენ, რომ "მარცხენა ფეხზე" ადგნენ. წარმოიდგინეთ, როგორი შეიძლება იყოს წელი, თუ ახალი წლის დადგომამდე კარის ზღურბლს მარცხენა ფეხით გადააბიჯებთ...

ნუ ისხდებით სიჩუმეში

თუკი კერძებს ამზადებთ ან რაიმეს აკეთებთ, ჩართეთ მუსიკა, ფილმი თუნდაც დაბალ ხმაზე. არსებობს წარმოდგენა, რომ ახალ წელს ადამიანები სრულ სიჩუმეში არ უნდა ისხდნენ. არსებული წარმოდგენების მიხედვით, ხმაური ბოროტ სულებს აფრთხობს და სახლში დადებითი ენერგიის შეტანას უზრუნველყოფს. ახალი წლის სიჩუმეში აღნიშვნა მთელი წლის განმავლობაში სევდიან განწყობას მოასწავებს.

ნუ ჩაიფიქრებთ სურვილს "არ" ნაწილაკის გამოყენებით

ჯობს, ახალი წლის ღამეს სურვილის ჩაფიქრებისას "არ" ნაწილაკი არ გამოიყენოთ, რადგანაც ის ნეგატიურ დატვირთვას ატარებს. ნუ იტყვით: "არ მინდა, ცუდად გავხდე", შეგიძლიათ, თქვათ, "მინდა, ჯანმრთელად ვიყო." კიდევ ერთი რჩევა - სურვილი აწმყო დროის კონტექსტში უნდა ჩაიფიქროთ, თითქოს, ის, რასაც ნატრობთ, უკე გაქვთ. მაგალითად, თუ ფინანსების გაზრდა და სამოგზაუროდ წასვლა გინდათ, შეგიძლიათ, თქვათ: "ბევრი ფული მაქვს და შემიძლია, ნანატრ ქვეყანაში სამოგზაუროდ გავფრინდე."

2-1702628665.png

ნუ მოიტოვებთ სახლის საფუძვლიანად დასუფთავების საქმეს ახალი წლის ღამისთვის

ითვლება, რომ ახალი წლის ღამეს სახლის საფუძვლიანად დასუფთავება ცუდი იდეაა და შესაძლოა, ოჯახიდან ბედნიერებისა და კეთილდღეობის შანსი გაიტანოთ. აუცილებელია, სახლი იქამდე დაალაგოთ, ყველაფერი, რაც ზედმეტი და არასაჭიროა, გადაყაროთ. მაგრამ ამ საქმისთვის 31 დეკემბერს ნუ გამოიყენებთ.

არ მოაწყოთ ქორწინების წინა წვეულება მხოლოდ გოგონების გარემოში

ქორწინების წინა წვეულება საკმაოდ პოპულარული ცერემონიაა, რომელსაც გოგონები ხშირად მიმართავენ. თუმცა, არსებული წარმოდგენების მიხედვით, აღნიშნული ცერემონია ახალი წლის საღამოს მხოლოდ გოგონების გარემოში არ უნდა მოაწყოთ. თუ არ გსურთ, რომ მარტოობა და იმედგაცრუება მოიზიდოთ, წვეულებაზე ერთი მამაკაცი მაინც მიიწვიეთ - არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ის - მამა, ძმა, მეგობარი, თუ სხვა.

ნუ გამოხატავთ აგრესიასა და ნუ დაკავდებით ჭორაობით

ახალი წლის ღამეს ჩხუბი, ჭორაობა, ნეგატიური ემოციების გამოხატვა ძალიან ცუდი იდეაა. დიდი შანსია, რომ თქვენთვის მთელი წელი ემოციურად არასტაბილური და სტრესული იყოს. ამიტომ, წყენა, იმედგაცრუება, დაუტოვეთ ძველ წელს, ახალ კი პოზიტიური განწყობით შეხვდით.

არ უგულებელყოთ მავნე ჩვევები

შეეცადეთ, აღნიშნულ დღეს ჩვეული რუტინა კვლავ დაიცვათ, რომ 2024 წელსაც გქონდეთ მოტივაცია, მავნე ჩვევებს გაუმკლავდეთ. მაგალითად, აუცილებლად მოიშორეთ მაკიაჟი, უარი თქვით ზღვარგადასულ სმასა და საკვების მიღებაზე.

4-1702628695.jpg

საახალწლო სუფრაზე გაბზარული ჭურჭელი არ დადოთ

უმჯობესია, ძველი, გაბზარული ჭიქები, თეფშები, სხვა ჭურჭელი სადღესასწაულო სუფრაზე არ დადოთ. ითვლება, რომ გაბზარულ ჭურჭელს ცრემლისა და ნეგატიური ემოციების მოტანა შეუძლია.

არ შეხვდეთ ახალ წელს ცარიელი საფულით

ითვლება, რომ თუკი ახალ წელს ცარიელი საფულით შეხვდებით, მთელი წელი ფინანსური პრობლემები შეგაწუხებთ. ამიტომ, სიმბოლურად მაინც ჩააწყვეთ რამდენიმე კუპიურა, ხურდა და ცარიელ მდგომარეობაში არ დატოვოთ.

არ იტიროთ

შეეცადეთ, ახალი წლის ღამეს მაქსიმალურად დადებითი ემოციები შეიქმნათ. მაშინაც კი, თუ სევდიანი ხართ, გახსოვდეთ, რომ ცხოვრება გრძელდება და წინ არაერთი შესაძლებლობა და კარგი ამბავია. თუ გსურთ, რომ მთელი წელი სევდა და ნეგატიური განწყობა არ გაგყვეთ, შეეცადეთ, ახალი წლის საღამოს არ იტიროთ.

55-1702628713.jpg

ნუ უგულებელყოფთ ჩაცმის მნიშვნელობას

შესაძლოა, ახალი წლის საღამოს, ისევე, როგორც სხვა დღეებში თქვენს ფუმფულა პიჟამაში თავს ბევრად უფრო კომფორტულად გრძნობთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, ახალ წელს განსხვავებული სამოსით შეხვდეთ, რომ მთელი წელი სიხარული და ყურადღება არ მოგაკლდეთ. მოწესრიგდით და იყავით პოზიტიურ განწყობაზე.

ნუ ჩაეწერებით სილამაზის სალონში

არსებული წარმოდგენების მიხედვით, 31 დეკემბერი მხოლოდ ოჯახურ გარემოს, სადღესასწაულო განწყობასა და დადებით ემოციებს უნდა ეთმობოდეს და ამ დღის სხვა მიზნებისთვის დახარჯვა არ ღირს. ამიტომ, შეეცადეთ, სილამაზის პროცედურები 31 დეკემბრამდე ჩაიტაროთ, ეს დღე კი მხოლოდ ახალი წლისთვის მზადებას დაუთმოთ.

არ დატოვოთ მაცივარი ცარიელ მდგომარეობაში

ახალი წლის ცარიელი მაცივრით აღნიშვნა ცუდი იდეაა, რადგანაც ითვლება, რომ ეს მთელი წლის განმავლობაში სიღარიბეს, სიდუხჭირესა და ფინანსურ პრობლემებს გამოიწვევს. სამწუხაროდ, სოციალური ფონის გამო ბევრი ადამიანი სხვადასხვა პროდუქტის შეძენას ვერ ახერხებს, მაგრამ ჯობს მაცივარში სიმბოლურად მაინც გქონდეთ რამე.

არ გახვიდეთ სახლიდან

რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, ახალ წელს გარეთ გახვიდეთ, მეგობრებს, ახლობლებს მიულოცოთ, მაგრამ არსებული წარმოდგენების მიხედვით, ეს მხოლოდ მაშინ უნდა გააკეთოთ, რაც თქვენს ოჯახში სხვა ვინმე შემოვა- მაგალითად, მეგობარი, ნათესავი, მეზობელი და ასე შემდეგ. ამიტომ, ჯობს, ეს რჩევაც გაითვალისწინოთ.

რა უნდა გააკეთოთ ახალი წლის ღამეს, რომ 2024 წელს ოცნებები აგისრულდეთ და წარმატებას მიაღწიოთ?