"ოლივიე" ყველაზე პოპულარული, გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი სალათია. მართალია ეროვნული სამზარეულოს ნაწილი არ გახლავთ, სამაგიეროდ საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული, ისე დაიპყრო თაობების გული, რომ არცერთი დღესასწაული მის გარეშე არ ჩაივლის. ერთ დროს ფრანგი მზარეულის საამაყო რეცეპტმა საბჭოთა სამომხმარებლო კალათასთან ადაპტაცია გაიარა და სრულიად სხვა "იმიჯით" მოგვევლინა. დიახ, "ოლივიეს" ავტორს სალათი ისეთი სახით არ ცაუფიქრებია, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ.
მისი მომზადება ყველა დიასახლისმა იცის, თუმცა არსებობს ნიუსნსები, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია.
1. ოლივიესთვის ბოსტნეული დაახლოებით ბარდის მარცვლების ზომის უნდა იყოს, მასზე ბევრად დიდი - არა. ერთ ზომაზე დაჭრილი ბოსტნეული სალათს ჰარმონიულად შეუთავსეთ გემოებს და კიდევ უფრო გააგემრიელებს.
2. როგორც წესი, ოლივიესთვის ყველაფერი კუბებად იჭრება, მაგრამ შეგიძლიათ ტრადიცია დაარღვიოთ და ბოსტნეული გრძელ და თხელ ზოლებად დაჭრათ. ასეთ წესით მომზადებული სალათი გემოს გარდა ფორმითაც მიიქცევს ყურადღებას.
3. მიჩნეულია, რომ ოლივიეში იმდენი კარტოფილი და კვერცხი უნდა იყოს, რამდენ ადამიანზეც არის გათვალისწინებული. განაგრძეთ კითხვა