ამ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სოციალურ ქსელში ყალბი ვიდეომასალის გავრცელების გამო მომღერალმა, "ღამის შოუს ბენდის" წევრმა ბაბი კირკიტაძემ სასამართლოს მიმართა. ინფორმაცია მან საკუთარ "Facebook-გვერდზე" გაავრცელა:
"გამოძიება დაწყებულია! მადლობა მხარდაჭერისთვის!" - დაწერა ბაბიმ სოციალურ ქსელში.
ამჯერად ბაბი კირკიტაძე ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ვიდეოჩანაწერის უკანონოდ დამზადებისა და გავრცელების საქმეზე "იმედის კვირას“ ესაუბრა.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ამ დროისთვის დამნაშავე დაკავებული არ არის. "იმედის კვირასთან“ მომღერალმა ის დღე გაიხსენა, როდესაც ვიდეო მასაც გაუგზავნეს:
"როდესაც ეს ვიდეო დავინახე, დედასთან ერთად ვიყავი. შინ მივდიოდით, მანქანაში ვისხედით. გავხსენი ვიდეო ტელეფონში და არც ვიცი, როგორ შევაფასო და რა სიტყვებით, რაც მაშინ დამემართა. განაგრძეთ კითხვა