ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი დიდხნიანი პაუზის შემდეგ ახალი კლიპით გამოჩნდა. "შობა სანაპიროზე" - ასე ჰქვია ბრაზილიის სანაპიროზე გადაღებულ ვიდეოს, რომლის ბოლოშიც ბერა ცოლ-შვილთან ერთად ჩნდება. ამ კლიპში ბერას უმცროსი ვაჟის - დადუს დებიუტიც შედგა, რადგან ის ფართო საზოგადოებას აქამდე არ უნახავს. დადუ წელს მარტში დაიბადა.
"შობა სანაპიროზე YouTube-ზეა! ლამაზმა ქალაქმა რიო-დე-ჟანეირომ და ბრაზილიელი ხალხის სითბომ უთვალავი მოგონება მოგვცა იმ ორი წლის განმავლობაში, რაც აქ ვიცხოვრეთ. მინდოდა ამ ემოციების აღბეჭდვა ჩემს ახალ მუსიკალურ კლიპში. ლოგიკურია, რომ ჩვენი ბიჭის დადუც მისი დაბადების ქალაქში გამოჩენილიყო, ამიტომ ვიდეოს ბოლოს ეს განსაკუთრებული მომენტი დავამატეთ. სიყვარულით ბრაზილიიდან", - წერს ბერა.