რას გააკეთებთ უკეთესს ახალი წლის დღეებში, თუ არა ბავშვებთან ერთად სამაგიდო თამაშებით გართობას? სამაგიდო თამაშები ოჯახის წევრების გაერთიანების მხიარული და საინტერესო გზაა. მათი საშუალებით, ბავშვები სიამოვნებას იღებენ უფროსებთან ურთიერთობით. მეორე მხრივ კი, სამაგიდო თამაშებით ბავშვები ბევრ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევას ივითარებენ, მათ შორის, მიზანდასახულობას და გუნდურობას. მათ უვითარდებათ ფანტაზია და უჩნდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა.
გაახარეთ თქვენი შვილები საახალწლოდ სამაგიდო თამაშებით. მათი შეძენა კი 23-24 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ წიგნის საახალწლო ფესტივალზე შეგიძლიათ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება წიგნები როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის, სამაგიდო თამაშები და სხვა საინტერესო აქსესუარები.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 30-მდე წიგნის გამომცემელი და გამავრცელებელი ორგანიზაცია, რომლებიც ფესტივალის სტუმრებს ფასდაკლებებს შესთავაზებენ. წარმოგიდგენთ 5 გამორჩეულ სამაგიდო თამაშს, რომლის შეძენასაც ფესტივალზე შეძლებთ.
ითამაშე ,,ინოვატორი" და გახდი გამომგონებელი! ეს სამაგიდო თამაში უამრავ იდეას მოგაფიქრებინებთ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ყველას, ვინც ,,ინოვატორის" სათამაშო დაფის გარშემო შეიკრიბებით. ითამაშეთ და იხალისეთ! რაც მთავარია, მოფიქრებული იდეებით შესაძლოა, რეალურ ცხოვრებაშიც დიდი ინოვატორი გახდეთ!
ოდესმე თუ გიცდიათ, თავი სხვა ადამიანის ადგილას წარმოგედგინათ? ან თუ გიფიქრიათ, რა სირთულეებს და გამოწვევებს აწყდებიან ის ადამიანები, რომლებსაც, შესაძლოა, ყოველდღე ხვდებით, მაგრამ მათ შესახებ ბევრი არაფერი იცით? ან ისინი, რომლებიც არასოდეს გინახავთ და მაინც ძალიან გგვანან? „პერსონა“ სამაგიდო თამაშია, რომელიც საშუალებას მოგცემთ,ადამიანები ჩარჩოებს მიღმა დაინახოთ...
ლოტო ტრადიციული სამაგიდო თამაშია, რომელიც ერთნაირად უყვართ პატარებსაც და დიდებსაც. მისი თამაში კიდევ უფრო სახალისოა, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას და მათ დედაქალაქებს აღმოაჩენ. ეს თამაში საუკეთესო საშუალებაა როგორც ბავშვის გასართობად, ისე დროშებისა და დედაქალაქების შესასწავლად.
კოსმოსს კოსმონავტები ესტუმრნენ და შენც შეგიძლია მათი კვლევების თანამონაწილე გახდე! ამ პაზლის აწყობა ნამდვილი თავგადასავალი იქნება, რადგან მანათობელ ასტრონავტებსა და პლანეტებს შორის "იმოგზაურებ". პაზლის ნაწილები როგორც ბუნებრივ, ისე ხელოვნურ სინათლეზე თავისით იტენება. აბა, დააკვირდი, როგორ გაანათებენ პლანეტები სიბნელეში! პაზლის დიდი და სქელი ნაწილები პატარებს მის აწყობას გაუადვილებს. ასე რომ, ყველას შეუძლია ისიამოვნოს ამ შესანიშნავი თავსატეხით.
პაზლის ვიზუალი ბავშვებს ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურებს - ჩრდილოეთ პოლუსზე ახალი წელი თენდება; სანტა და მისი ელფები საჩუქრების დასარიგებლად ემზადებიან. ააწყვე ბრჭყვიალა ნაწილებით ახალი წლის საოცარი პაზლი და მოძებნე, სად იმალება მოუსვენარი თაგუნია. ამ პაზლის აწყობის შემდეგ კი, ნახატის მიხედვით საინტერესო მოთხრობაც შეგიძლიათ მოიფიქროთ.
დასახელებული და სხვა სამაგიდო თამაშების შეძენას წიგნის საახალწლო ფესტივალზე 40% ფასდაკლებით შეძლებთ.
R