მწერალ გიორგი ლობჟანიძის მეუღლე მძიმე ავადმყოფობას ებრძვის - "გიორგიმ სამშობლო არ მიატოვა... უფასოდ ამზადებდა ნიჭიერ ობლებს და გაჭირვებულებს... ჰოდა, ახლა მას თავად სჭირდება ჩვენი დახმარება" - მშობლები

მწერალ გიორგი ლობჟანიძის მეუღლე მძიმე ავადმყოფობას ებრძვის - "გიორგიმ სამშობლო არ მიატოვა... უფასოდ ამზადებდა ნიჭიერ ობლებს და გაჭირვებულებს... ჰოდა, ახლა მას თავად სჭირდება ჩვენი დახმარება"

2023-12-22 22:14:13+04:00

მწერალ გიორგი ლობჟანიძის ოჯახი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა - მის მეუღლეს ლიმფომის დიაგნოზი დაუსვეს და ძვირად ღირებული მკურნალობა სჭირდება. სოციალურ ქსელში გიორგის მეგობრები ხშირად აქვეყნებენ მიმართვებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ. ეს პოსტი პოეტმა მარინა თექთუმანიძემ გამოაქვეყნა:

"სულ პატარა იყო, დედ-მამა რომ გარდაეცვალა. მერე უფროსი და ზრდიდა. გამორჩეული ნიჭიერება თითქოს ტკივილების სანაცვლოდ დაებედაო... ბავშვობიდან მაკვირვებდა გონებრივი შესაძლებლობებით, იშვიათი ნიჭის მატარებელი იყო და არის. ირანში, ასპირანტურაში მიღებული განათლების შემდეგ ოჯახი შექმნა და მწვანეთვალება ფერია შეირთო ცოლად. დიდად არასოდეს ულხინდათ, მაგრამ ერთმანეთის და ორი შვილის სიყვარული ყველა გაჭირვებას ამარცხებინებდა ორივეს. ერთხელ ვკითხე, რამდენი შემოთავაზება გქონდა სხვადასხვა ქვეყნიდან, რატომ არ წახვედი, ახლა ეკონომიკურად ხომ ძლიერად იქნებოდი-მეთქი. "ვერასოდეს მივატოვე ეს ჩემი გაუბედურებული ქვეყანა, არანაირი ფული არ მიღირდა ამის დასატოვებლად", - მითხრა და ცრემლი მოერია...

ამ წუთას თურქეთის გზას ადგას რეანომობილით. ირინას - მწვანეთვალება ფერიას - არაჰოჯკინის ლიმფომის დიაგნოზი დაუსვეს საქართველოში. აქ მეტი ვერაფერი უშველეს. თურქი ექიმები გადარჩენის შანსს აძლევენ. გიორგი ლობჟანიძემ სამშობლო არ მიატოვა ქართველი ახალგაზრდების გამო. არ მიატოვა იმიტომ, რომ მისი ცოდნის გადაცემას მასავით ბევრი ვერ მოახერხებდა. უფასოდ ამზადებდა ნიჭიერ ობლებს და გაჭირვებულებს. ჰოდა, ახლა მას თავად სჭირდება ჩვენი დახმარება. ყველამ ვიცით, რა ძვირი ჯდება თურქეთის კლინიკაში მკურნალობა. გთხოვთ, ვისაც რისი საშუალება გაქვთ, ჩარიცხოთ ქვემოთ მოცემულ ანგარიშზე და ეს პოსტი გააზიაროთ".

GE52TB7519545061600003

მიმღები გიორგი ლობჟანიძე