სალომე ღვინიაშვილი და ზურა ხიზანიშვილი, უფროს ქალიშვილთან ერთად "ტომი ჰილფიგერის" სარეკლამო ფოტოსესიაში გადაიღეს.
ცნობილ მოდელს და ასევე ტელეწამყვანს სალომე ღვინიაშვილს სამი შვილი ჰყავს. დათუნა მისი უფროსი ვაჟია, პირველი ქორწინებიდან, ხოლო ზურა ხიზანიშვილთან დაქორწინების შემდეგ ორი ქალიშვილი შეეძინა - ტასო და ნიტა.
ტასოს მანამდეც ჰქონდა ფოტოსესიები და სამოდელო სფეროში უკვე დგამს წარმატებულ ნაბიჯებს.
რამდენიმე ხნის წინ დედასთან ერთად უმცროსმა - ნიტამაც იპოზიორა სარეკლამო გადაღებაზე.